Accessibility links

სოფო ვერძეული: ნარკოდანაშაულზე სასამართლო ერთიანი სტანდარტით არ მსჯელობს


სოფო ვერძეული: ნარკოდანაშაულზე სასამართლო ერთიანი სტანდარტით არ მსჯელობს
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:21:32 0:00

22 მარტს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო სოფო ვერძეული „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი. მან ილაპარაკა ანგარიშზე „ნარკოდანაშაულის განხილვა სასამართლოში - 2017 წლის ტენდენციები“. სოფო ვერძეულის თქმით, ნარკოდანაშაულის განხილვა სასამართლოში კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებით გაზრდილია გამამართლებელი განაჩენების რიცხვი, თუმცა განაჩენების საერთო რაოდენობაში ეს ძალიან მცირე წილია. მაგალითად, 2016 წელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის მუხლით სასამართლოში განხილული საქმეებიდან 1948 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოვიდა, მხოლოდ 8 საქმეზე დადგა გამამართლებელი განაჩენი. ტენდენცია შენარჩუნდა 2017 წელსაც და 1846 გამამტყუნებელი და 16 გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა სასამართლომ. გამამართლებელი განაჩენები სასამართლოს მეტწილად გახმაურებულ საქმეებზე გამოჰქონდა. 68 განაჩენის მიმოხილვით მომზადებული ანგარიშის თანახმად, ვლინდება, რომ საქართველოს მასშტაბით სასამართლოები სხვადასხვა სტანდარტით ხელმძღვანელობენ. მოსამართლეები საქმის ინდივიდუალური და კონკრეტული გარემოებების და მტკიცებულებების სათანადო ხარისხით შეფასებას არ ახდენენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG