1 მაისს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ სტუდენტური გაერთიანება "აუდიტორია 115"-ის წევრები გიორგი სოფრომაძე და კესო ჯინჭარაძე. სტუდენტები 1 მაისს, მშრომელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, მართავენ აქციას, სადაც ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ პრობლემებსა და დასაქმების საკითხებზე გააკეთებენ აქცენტს.
რამდენად იცვლება წლიდან წლამდე დასაქმებულთა წინაშე არსებული პრობლემები და რა შედეგი აქვს აქტივიზმს მშრომელთა უფლებების დასაცავად საქართველოში - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმრებთან ერთად.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.