Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიოჟურნალი - მე-1000 გამოშვება


საბაჟო კავშირის კარიკატურა
საბაჟო კავშირის კარიკატურა
დღევანდელი „მეათე სტუდიის“ მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა გამოხმაურებას, რომელიც ამ კვირაში გამოიწვია პრემიერ-მინისტრის განცხადებამ, რომ თბილისს ამ ეტაპზე არა აქვს პოზიცია რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ევრაზიულ კავშირთან მიმართებით. ამ საკითხის თაობაზე გაგაცნობთ რამდენიმე ქართველი ანალიტიკოსის აზრს და ასევე ვრცელ ინტერვიუს ამერიკელ ეკონომისტთან, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ საბაჟო კავშირის მიზნებსა და პერსპექტივებს გააანალიზებს. შემოგთავაზებთ ინტერვიუს ახალგაზრდა ქართველ რეჟისორთან და მხატვართან, ელენე ნავერიანთან, რომელიც აუდიტორიას მომავალ კვირაში წარუდგენს თავის მოკლემეტრაჟიან ფილმს „დაგვლოცე, მამაო“. დაბოლოს, გიამბობთ ანიმაციური ფილმების ფესტივალზე, რომელიც უშუალოდ ოკუპირებულ ცხინვალთან მოსაზღვრე ქალაქ ნიქოზში მიმდინარეობს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG