Accessibility links

რადიოჟურნალი - 1123-ე გამოშვება


„მწერალთა სახლი“

"მეათე სტუდიაში" ამჯერად შევეცდებით გავერკვეთ, რა საფრთხეებს უკავშირდება მსოფლიოს ზოგ რეგიონში ზიკის ვირუსის ბოლოდროინდელი გავრცელება. შემოგთავაზებთ ინტერვიუს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელთან, ზურაბ კუკულაძესთან, რომელსაც ვკითხეთ, რატომ მოითხოვენ საქართველოში ინტერნეტკაზინოების აკრძალვას. მიგიწვევთ თბილისში, მაჩაბლის 13 ნომერში მდებარე შენობაში - ის 1905 წელს აშენდა როგორც ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და მეცენატის, დავით სარაჯიშვილის, სასახლე. მიგიწვევთ ერთ გამოფენაზეც: თბილისში, ლიტველი ფოტოგრაფების ნამუშევრებს თავს უყრის ექსპოზიცია „ჩვეულებრივი ვარსკვლავები“. ბოლოს მოვუსმენთ „პუსი რაიოტის“ ახალ სიმღერას: რუსეთი ევროპა არ არის და, თუ ლიდერის ერთგული ხარ, ყველაფერი გეპატიებაო, - მღერიან ნადეჟდა ტოლოკონიკოვა და მისი მეგობრები.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG