სტუმრად ჩვენს ეთერში: ნინო წულეისკირი
5 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო წულეისკირი, ასოციაცია "ჰერა XXI"-ს აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა ევროსაბჭოს ანგარიშზე - "ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები ევროპაში". ეს არ არის ანგარიში, რომელშიც ნახავთ ცალკეული ქვეყნის რეიტინგსა და ქულებს, არამედ მასში მიმოხილულია ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში არსებული გამოწვევები ქალის ჯანმრთელობის უფლების სფეროში. ანგარიში ეხება ქალის უფლებას: მიიღოს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება და არ გაავრცელონ მისი პერსონალური ინფორმაცია; თავად მიიღოს გადაწყვეტილება მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე (ბავშვის ყოლაზე, ხელოვნურ აბორტზე, კონტრაცეფციაზე და ა.შ.); არ გახდეს წამების, არასათანადო მოპყრობისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი. საქართველოში არსებულ გამოწვევათა შორის ნინო წულეისკირი ასახელებს: ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიუწვდომლობას, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ მოსახლეობის არასათანადო განათლებას, ქალის ჯანმრთელობის სფეროში მტკიცებულებებზე დაფუძნებული გამოკვლევების სიმცირეს, ქალის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სტიგმასა და სტერეოტიპებს.
ეპიზოდები
-
სექტემბერი 25, 2023
"დილის საუბრები დემოკრატიაზე": პრემიერის გამოსვლა გაეროში versus რეალობა
-
სექტემბერი 22, 2023
"დილის საუბრები განათლებაზე": განათლების საკითხებზე გადაწყვეტილებების ლოგიკა
-
სექტემბერი 20, 2023
"დილის საუბრები": "რონდელის მსოფლიო რადარი"
დაწერეთ კომენტარი