30 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო ელბაქიძე, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა გასულ წელს მართლმსაჯულების სფეროში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებზე. საუბრის დიდი ნაწილი დაეთმო მართლმსაჯულების მიმდინარე რეფორმას და ხარვეზებს, რომლებიც ამ პროცესს ახლავს. ნინო ელბაქიძე თვლის, რომ მართლმსაჯულების სფეროს რეფორმაში ყველა მოთამაშეს ეკისრება პასუხისმგებლობა და მნიშვნელოვანია პროცესის ღიაობა.
-
ნინო გელაშვილი
უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.