Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში „სუპერსამშაბათს“ დონალდ ტრამპმა და ჰილარი კლინტონმა გაიმარჯვეს


დონალდ ტრამპი, ჰილარი კლინტონი
დონალდ ტრამპი, ჰილარი კლინტონი

აშშ-ში 1 მარტს ჩატარებულმა შიდაპარტიულმა არჩევნებმა, რომლებსაც საარჩევნო ტერმინოლოგიით „სუპერსამშაბათს“ უწოდებენ, წინასწარი შედეგებით, გამარჯვება მოუტანა რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს და დემოკრატ ჰილარი კლინტონს. „სუპერსამშაბათს“ იმართება შიდაპარტიული კენჭისყრები ყველაზე მეტ შტატში. 1 მარტს ეს იყო 12 შტატი, რომელთაგან ტრამპმა და კლინტონმა შვიდ-შვიდ შტატში გაიმარჯვეს. ამის შესახებ იუწყება რამდენიმე ტელეკომპანია, მათ შორის სი-ენ-ენი. თუ კლინტონი და ტრამპი ასე წარმატებულად გააგრძელებენ, მათ შეუძლიათ გაინაღდონ თავიანთი პარტიების მიერ ნომინირება აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებად. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები წელს 8 ნოემბერს გაიმართება. დონალდ ტრამპის მეტოქეებს შორის „სუპერსამშაბათს“ ყველაზე წარმატებული იყო სენატორი ტედ კრუსი, რომელმაც გაიმარჯვა მშობლიურ ტეხასში, ისევე როგორ ოკლაჰომასა და მინესოტაში. ხოლო კლინტონის ერთადერთი მეტოქე ბერნი სანდერსი იმარჯვებს მშობლიურ ვერმონტში, აგრეთვე ოკლაჰომასა და კოლორადოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG