Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიუნხენის პოლიცია: თავდასხმას რვა ადამიანი ემსხვერპლა


სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორია
სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორია

გერმანიის პოლიცია აცხადებს, რომ რვა ადამიანი დაიღუპა მიუნხენის სავაჭრო ცენტრში გაჩაღებული სროლის შედეგად. გაზეთი "აბენდცაიტუნგი" იუწყება, რომ თავდასხმის შედეგად 15 კაცი დაიღუპა. მიუნხენში სროლა, სავარაუდოდ, სამმა თავდამსხმელმა მოაწყო.

ოლიმპიური პარკის მახლობლად მდებარე სავაჭრო ცენტრში მდებარე სწრაფი კვების რესტორანში თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა 17:52 საათზე. ინციდენტის თაობაზე გერმანიის ახალი ამბების სააგენტოს მიუნხენის პოლიციის წარმომადგენელმა თომას ბაუმანმა უამბო.

სავაჭრო ცენტრის გარშემო მობილიზებული არიან პოლიციელები და მიმდინარეობს სპეცოპერაცია თავდამსხმელთა გასანეიტრალებლად. პოლიციას სავაჭრო ცენტრის გარშემო საკმაოდ დიდი ტერიტორია აქვს გადაკეტილი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG