Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: მარიამ ბანეთიშვილი

ტელევიზორში სულ უფრო მეტი და მეტი ინფორმაცია გვესმის რობოტების შესახებ,რომელთაც კონკრეტული ადამიანები სხვადასხვა საქმეებს აკეთებინებენ. ამ თემაზე იღებენ კინოებს და ა.შ. მოკლედ, ეს საკითხი ძალიან პოპულარულია. ამას წინათ ტელევიზიის და ინტერნეტ პორტალების ყურადღება ავსტრალიაში მომხდარმა ახალმა ამბავმა მიიპყრო. იგი ,,მსოფლიო თემად“ იქცა. ცნობილი რესტორნების ქსელმა ,,დომინო პიცა“ გამოძახებებზე და სახლში მიტანის სერვისზე რობოტების გამოყენება დაიწყო. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს თანამედროვე სოციალური მდგომარეობაც სამწუხაროდ რობოტიზაციაა.

"ჩვენთან სამსახურში მთელი დღის განმავლობაში დაჯდომის უფლება არ გვაქვს“, ,, შუა დღეს შესვენება რა არის არ ვიცით“, "ხშირ შემთხვევაშისაპირფარეშოში გასვლაც კი შეუძლებელია“, „ზოგჯერ ყოველ მეორე ღამეს გვიწევს თენება“, ,,ხელფასი არაადეკვატურია“, "რაც არ უნდა მართალი იყო უპირატესობა მომხმარებელს ენიჭება“.ამგვარ კომენტარებს სოციალურ ქსელში და არა მხოლოდ იქ ხშირად შეხვდებით.

ამ ბლოგის დაწერაცგუშინ ერთ–ერთ სუპერმარკეტში მომხდარმა ფაქტმა მიბიძგა.ყველამ ვნახეთ მომხმარებლის უმსგავსო საქციელი. რა პასუხი მოჰყვა ამ ფაქტს ადმინისტრაციის მხრიდან? ზოგი ამბობს, რომ თანამშრომელი გაათავისუფლეს, თვითონ ადმინისტრაციამგანაცხადა, რომ ეს ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება და თვითოეული თანამშრომელი მათთვის ძვირფასია,თუმცა დასაქმებულთა შეფასებები საპირისპიროს მეტყველებს.მთავარიისაა, თუ რა დამოკიდებულებაა სუპერმარკეტებში დასაქმებულების მიმართ. უმნიშვნელოვანესი ის გიჟური და არაადეკვატური მუშაობის პირობები ყოფილა, რაც სოციალურ ქსელში ადამიანთა კომეტარებიდან ნათლად ჩანს და არა მხოლოდ იქ.

გარდა სოციალური ქსელისა, ამგვარ საუბარს ხშირად გაიგებთ სხვაგანაც, განსაკუთრებით ქუჩაში, საღამოს როდესაც ყველა სახლში ბრუნდება და ერთმანეთს უზიარებს თავის გულის ტკივილს და მდგომარეობას. როგორც ჩანს ყველაზე მწვავედ ეს პრობლემა სუპერმარკეტების მომსახურე პერსონალს ეხება, თუმცა რა თქმა უნდა არა მხოლოდ მათ. რამდენიმე ხნის წინს ორი გოგო ესაუბრებოდა ერთმანეთს, რომ რომელიღაც სუპერმარკეტში, რომელშიც მოლარედ მუშაობდა საპირფარეშოში გასვლის უფლებაც კი არ ჰქონდა რაღაც კონკრეტული დროის მონაკვეთის გარდა, რის გამოც სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები დაემართა. არ ვიცი როგორ არ უნდა ესმოდეს ადამიანს, რომელსაც მენეჯერი ან უფროსი ჰქვია დათუ ის ამ სახელს ატარებს, რომ საპირფარეშოსთან დაკავშირებული მოვლენა კონკრეტულ დროსთან არ არის დაკავშირებული. ეს ერთი მცირე მაგალითია დასაქმებულთა ყოველდღიური არასათანადო სამუშაო პირობებიდან. და აი თუ გაბედავ და პრეტენზიას გამოთქვამ ჩვენს ქვეყანაში სამსახურის დაკარგვა გარანტირებულია.

მოკლედ, პრობლემა მართლაც რეალური და მწვავეა. არც კი ვიცი თუ ეს დიდხანს გაგრძელდა რა შედეგებამდე მივალთ. როგორც ჩანს, ამა თუ იმ სამსახურის ხელმძღვანელი პირი მხოლოდ მოგებაზე ზრუნავს და ადამიანი რესურსი მისთვის მეორე ხარისხოვანია. არადა ნებისმიერ სამსახურში საჯარო იქნება ის თუ კერძო, სერიოზული წარმატების მიღწევა პროფესიონალი კადრების გარეშე შეუძლებელია.

სად არის ამ დროს სახელმწიფო ან კონკრეტული ორგანიზაციები, რომლებიც თავიანთ თავს მშრომელთა დამცველებად ასახელებენ? სხვაგან არ ვიცი, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში, რომ სძინავთ ფაქტია. შრომის კოდექსიც ამ მაგალითების საფუძველზე მხოლოდ უბრალო ქაღალდადრჩება. მისი შემსრულებელი ხომ იმდენად მცირეა და მაკონტროლებელი კი თითქმის არავინ. მართლაც ამ კოდექსში ნორმალურად არის განსაზღვრული სამუშაო დღის ხანგრძლივობა, დღის განმავლობაში შესვენების აუცილებლობა, ღამის ცვლაში მუშაობის სპეციფიკა, ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურების პირობები, თუმცა ბევრი რამ მაინც დასახვეწია და ამაზე შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა იზრუნონ. რაც შეეხება შვებულების პერიოდს. კოდექსში კარგადაა გაწერილი შესაბამისი ვადები, მთავარია გამგებმა გაიგოს, რომ დასაქმებულს უფლება აქვს აიღოს, როგორც ანაზღაურებადი შვებულება წლის განმავლობაში 24 დღის ოდენობით, ასევე ანაზღაურების გარეშე 15 დღის ვადით საჭიროებისამებრ. როგორც ჩანს შვებულების აღება სანატრელი ყოფილა ზოგიერთ სამსახურში. განსაკუთრებით ეს კერძო სექტორს ეხება. უფრო მეტად კი მომსახურების სფეროს და კონკრეტულად კი როგორც ჩანს ზოგიერთ სუპერმარკეტთა ქსელს.

ნებისმიერი სამსახურისთვის პროფესიონალურად შესრულებული სამუშაო მთავარია და ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ ვინ ასრულებს ამ სამუშაოს? რა თქმა უნდა ადამიანი და არა რობოტი. სასიცოცხლოდ აუცილებელია დამსაქმებელმა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ადამიანი მიუხედავად მისი შესაძლებლობებისა ,,რობოტი“ მაინც არ არის და მისი უნარებიც არაადეკვატური სამუშაო პირობების შემთხვევაში, დროისგანმავლობაშიმაინც შეზღუდულიხდება. ნებისმიერი წარმატების მისაღწევად ყველას ადამიანური რესურსი სჭიდება. ამიტომ სასიცოცხლოდ აუცილებელია შესაბამისი სამუშაო პირობებისშექმნა და ,რობოტიზაციის“ შეჩერება, რაც ნებისმიერი სფეროს წარმატების ფორმულაც შეიძლება აღმოჩნდეს. ამ ყველაფრის მაკონტროლებელი კი მაინც სახელმწიფო და შესაბამისი სტრუქტურები უნდა იყვნენ, რომ მან ყველა კერძოც და საჯარო საქტორიც აიძულოს ადეკვატური სამუშაო პირობების შემუშავებაში. ადამიანი და არა მხოლოდ საქმე უნდა გახდეს უმთავრესი, რადგან ამ რესურსის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG