Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: ანა მოსაშვილი

გასულ კვირას შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირველი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთს ეწვია. პირველი ლედი მელანია ტრამპი კი არაბული საზოგადოების წინაშე თავსაბურავის გარეშე წარსდგა. რამოდენიმე წლის წინათ დონალდ ტრამპმა მიშელ ობამა სოციალურ ქსელში, სწორედ რომ ზემოხსენებული ფაქტის გამო გააკრიტიკა.

საუდის არაბეთში ქალები 21–ე საუკუნეშიც თანაბარი საარჩევნო უფლებებისთვის იბრძვიან. მათ მხოლოდ 2015 წლის 12 დეკემბერს შეძლეს პირველად არჩევნებში მონაწილეობა და კანდიდატურის დაყენება, ისიც მუნიციპალურ დონეზე. სამწუხაროდ, მათ სხვა მრავალი უფლებისთვისაც უწევთ ბრძოლა და არავინ იცის საყოველთაოდ აღიარებულ ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებს როდის ეზიარებიან.

მელანია ტრამპი ბუნებრივია არ იყო პირველი, რომელიც საუდის არაბეთში თავსაბურავის გარეშე ჩავიდა. მისმა წინამორბედებმაც ლაურა ბუშმა და მიშელ ობამამაც ვიზიტი თავსაბურავის გარეშე არჩიეს. მსოფლიოს სხვა ოფიციალურმა პირებმაც, მაგალითად, ჰილარი ქლინტონი–სახელმწიფო მდივანი, ტერეზა მეი– დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი და ანგელა მერკელი–გერმანიის კანცლერიც ანალოგიურად მოიქცნენ.

ოფიციალურად უცხოელ სტუმრები ვალდებულნი არ არიან თავსაბურავი ატარონ. აქედან გამომდინარე, საკუთარი ნებით მათი მხრიდან თავის შემოსვა და დაფარვა მიუღებელი იქნებოდა და საზოგადოების რადიკალური ჯგუფების მხრიდან ირიბ მხარდაჭერად შეიძლებოდა ყოფილიყო აღქმული ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით.

ასევე მიუღებელია საუბარი და კრიტიკა იმ საკითხზე, რომ ამ ქალბატონების საქციელით არაბულ სამყაროს უფრო მეტად აღიზიანებენ და მტრად იკიდებენ. მათ დანარჩენი მსოფლიოსგან სჭირდებათ მორალური და სიმბოლური მხარდაჭერა, რომ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლაში მეტი მოტივაცია და მოთმინების უნარი ჰქონდეთ. ასევე განსხვავებული ქვეყნის, ერის თუ კულტურის წარმომადგენელთა მიმართ პატივისცემა მხოლოდ ერთი კონკრეტული ჟესტით ნამდვილად არ გამოიხატება. არა–თავსაბურავს კი საკუთარი პოზიციის დაფიქსირების და 21–ე საუკუნეში კვლავ ჩაგრულ ქალთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა, თანაც უმაღლეს ოფიციალურ დონეზე საჯაროდ ჩვენებით.

რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპის მიერ წარსულში გაკეთებულ განცხადებას, როდესაც მან მიშელ ობამა გააკრიტიკა, მან უკვე პრეზიდენტის რანგში საკუთარი მეუღლის საქციელით დაამტკიცა, რომ აზრის შეცვლა და ღირებულებათა გადაფასება შესაძლებელია. აქედან გამომდინარე, მის წინა განცხადებაზე ქილიკი მიუღებელია და ეს საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ან საზოგადოებისთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. პირიქით, მაშინ არის ნებისმიერი პერსონა ბევრად უფრო საშიში და სახიფათო, როდესაც მას საკუთარი აზრი დასაწყისშივე– აქსიომად მიაჩნია.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG