Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოასწავებს საკონსტიტუციო ცვლილებები?


ავტორი: გოგა ლობჯანიძე

კონსტიტუციის ახალ რედაქციას დიდი გამოხმაურება და აჟიოტაჟი მოყვა, რამაც მოსახლეობის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა თამადობით. მე ვეცდები მიმოვიხილო ის არსებითი და მეტად საყურადღებო ცვლილებები, რომლებმაც ყველაზე მკაფიო აქცენტები დასვა პოლიტიკურ არენაზე და დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში.

1. კონსტიტუციის ახალი რედაქციით მმართველმა პარტიამ მე-5 მუხლში ჩაწერა, საქართველო სოციალური სახელმწიფოა. რატომ გახდა საჭირო მსგავსი ფაქტის მითითება კონტიტუციაში 21-ე საუკუნეში? ეპოქაში, სადაც პარტიებს შორის იდეოლოგიური ჭიდილი პიკშია. კონკრეტულად საქართველოს მაგალითზე თუ განვიხილავთ ამ ფაქტს, საყურადღებოა ორი გარემოება: 1. საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის ნაწილია, სადაც მოსახლეობა გაზარმაცებულია საბჭოთა სოციალისტური სახელმწიფო პოლიტიკის ხარჯზე. და დღეს, როდესაც უმუშევრობის დონე 13%ს აღწევს ქართული ოცნება საკუთარ მემარცხენე იდეოლოგიას არგებს სახელმწიფოს და სოციალური დახმარებებით ახალისებს იმ ადამიანთა კონტიგენტს, ვისაც მუშაობის სურვილი არ აქვს. საუბარი აღარ მაქვს იმ საკითხზე, რამდენად შესწევს ამის უნარი და ეკონომიკური რესურსები სახელმწიფოს. 2. როდესაც მოსახლეობის მესამედი საპირისპირო იდეოლოგიის მატარებელია და მისთვის მიუღებელია სოციალური რეფორმები მათ ფაქტობრივად წარმომადგელები აღარ ეყოლებათ.

2. მუხლი 35-ე, ამ მუხლში არსებითი ცვლილება არაა, მაგრამ საინტერესოა თავად ახალი დეფინიცირება -ომბუდსმენი. ლოგიკურია ხალხს გაუჩნდეს კითხვა, რატომ ჩაანაცლა მმართველმა პარტიამ ქართული დეფინიცია-„სახალხო დამცველი“- ბარბარიზმით.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს, ახალი რედაქციით აღარ ექნება უფლება ბათილად ცნოს არჩევნების შედეგები და ეჭვი შეიტანოს მის ლეგიტიმურობაში. რა პრინციპებზე დაყრდნობით შეიძლება აიხსნას ეს ფაქტი? ჩვენი ქვეყანა 25 წელზე მეტია რაც დამოუკიდებლად ატარებს არჩევნებს, თუმცა არც ერთ მათგანს არ ჩაუვლია ხარვეზების გარეშე, შესაბამისად, როცა მსგავს გადაწყვეტილებას იღებ ან იმაში უნდა იყო დარწმუნებული, რომ კანონდარღვევას ადგილი არ ექნება ან სრულიად ლეგიტიმურია მოსახლეობის ნაწილმა და პირველ რიგში ოპოზიციურმა ძალებმა ივარაუდონ, რომ მმართველი პარტია არჩევნების გაყალბებას შეეცდება.

4. პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, რაც შეეხება მას აქვს , როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები. სახეცვლილი სისტემა დადებითი არის თავად პარტიებისთვის, მანდატები ნაკლებად გაიფანტება და ეფექტური წარმომადგენლობით შეძლებს ლიდერი პარტია ხელისუფლებაში მოსვლას.

5. უარყოფითი კი ისაა, რომ რეგიონების წარმომადგენლებმა, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში საკუთარ რეგიონში ათწლეულები აქვს გატარებული უკეთ იციან ამა თუ იმ მუნიციპალიტეტის საჭიროებები და უფრო ახლოს არიან მოსახლეობასთან. ასევე მოსახლეობასაც არ უჭირს გადაწყვეტილების მიღება , რადგან იცის ვის აძლევს ხმას, რაც პროპორცილი სისტემის შემთხვევაში ბუნდოვანია და არჩევანის გაკეთება შეიძლება მოგიწიოს პარტიული კუთვნილებიდან გამომდინარე.

6. მეხუთე და ერთ-ერთი ყველაზე განსჯადი ნაწილი არის ბლოკების გაუქმება, რაც ახალგაზრდა და არამარტო..., მთელი პარტიების 95%ს გაურთულებს მანდატების მოპოვებას. იმის ფონზე, რომ კუალიციის შექმნის შესაძლებლობა პარტიებს აღარ აქვთ მინიმუმ 5% იანი ბარიერი მაინც უნდა დაწეულიყო, თუმცა მსგავსი ფაქტიც არ დაფიქსირდა. ერთადერთი დადებითი ასპექტი ამ ცვლილებისა შეიძლება იყოს ის, რომ პარტიები მეტად იდეოლოგიზირებული იქნება, 2012 წლის ქართული ოცნებისგან განსხვავებით, სადაც 6 კუალიცია იყო და ელექტორატს გაუადვლიდება პარტიულ პოლიტიკაში გამმიჯნავი ხაზების დანახვა და რომელიმე წარმომადგენელთან იდენტობის განცდა.

გადაუნაწილებელი მანდატების ერთპიროვნული მითვისება ყველაზე ალოგიკური და დემოკრატიზაციის გზაზე მდგომი ქვეყნისთვის მიუღებელი გადაწყვეტილებაა. ამ ფაქტის ახსნის მექანიზმი არ არსებობს, თუ რატომ უნდა ერგოს მმართველ პარტიას ან პარტიას, რომელიც პირველ ადგილს დაიკავებს დანარჩენი გადაუნაწილებელი მანდატები? მარტივი მაგალითი, რომ მოვიყვანოთ: ლეიბორისტულმა პარტიამ(პირობითად) ვერ გადალახა 5%-იანი ბარიერი, რატომ უნდა წავდიეს მისი ამომრჩევლის ხმები ქართულ ოცნებასთან(პირობითად) ,რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა საპარლამენტო არჩევნებში? უბიძგებს თუ არა მსგავსი კანონი ამომრჩეველს სახლში დარჩენისა და ნიჰილიზმისაკენ, რადგან შესაძლოა მისი ხმა იმ პატიასთან აღმოჩნდეს, რომლის წინააღმდეგაც გააკეთა არჩევანი?. ქართული ოცნების წარმომადგენლები ამ კანონპროექტს საბერძნეთის მაგალითზე ხსნიან, თუმცა როგორ შეიძლება ეს არგუმენტი ჩაითვალოს ვალიდურად? ევროპაში 47 ქვეყანაა და ერთი ქვეყნის მაგალითზე, რომელსაც პიირიქით მყარი უმმრვლესობის პრობლემა ჰქონდა და სწორედ ამიტომ გადადგა ეს ნაბიჯი, განა შესძლოა ეს არგუმეტი იყოს? თანაც ლოგიკური? საბერძნეთის ეკონომიკა ევროპაში ყველაზე ცუდ დღეში თ არა ძალიან ცუდშია, არც საკანონმდებლო და საარჩევნო სისტემები სარგებლობს დიდი აღფრთოვანებით. ასე , რომ ეს უბრალო თავის მართლებაა მმართველი პარტიისაგან, რაც საღ აზრს საკმაოდაა მოკლებული. მსგავსი კანონის შემოქმედის მიზანი ლოგიკრად თუ ვიმსჯელებთ ერთპარტიული საპარლამენტო სისტემის ჩამოყალიბებაა ან ორპარტიულის ერთი დომინანტი პარტიით. მაგრამ 228 პარტიიდან,რომლებიც საქართველოში არიან რეგისტრირებულნი 225ისთვის არსებითად არაფერი შეიცვლება იმ კუთხით, რომ წარსული ცხადყოფს იმ გარემოებებს, რომ პარტიების 98% ვერც მაშინ ახერხებდა 5%იანი ბარიერის გადალახვას და ვერც ახლა მოახერხებს სავარაუდოდ

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG