Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომავალი არჩევნები დიდ ბრიტანეთში 


ავტორი: ირაკლი თხილაიშვილი

18 აპრილს, ყველასათვის მოულოდნელად, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ, რიგგარეშე გენერალური არჩევნების 8 ივნისს დანიშვნის შესახებ გააკეთა განცხადება, რაც BREXIT- ით გამოწვეული პოლიტიკური უთანხმოებების სტაბილურ გარემოში მოქცევის მიზნით ახსნა. ბუნებრივია, რომ კონსერვატორების ლიდერს, პრემიერ მეის, ყველაზე მეტად სჭირდება დამატებითი ლეგიტიმაციის მიღება საკუთარი მოსახლეობისგან, ევროკავშრიდან გასვლის მოლაპარაკებების მძიმე ტვირთის შესამსუბუქებლად, მაგრამ ახლა არჩევნების დანიშვნას მაინც არავინ ელოდა, თუნდაც იმიტომ რომ პრემიერ მინისტრმა სამჯერ განაცხადა საჯაროდ, რომ 2020 წლამდე არჩევნები არ შედგებოდა. ბოლო წლებში დასავლურ სახელმწიფოებში ჩატარებული არჩერვნები საკმაოდ დიდ ინტრიგას ატარებდა და ხშირად ყველასათვის მოულოდნელი შედეგითაც სრულდებოდა, თუმცა უნდა ველოდოთ თუ არა იგივე სცენარს 8 ივნის გასამართ გენერალურ არჩევნებზე ნისლიან ალბიონში ? - არა და ამის განმაპირობებელი უამრავი ფაქტორი არსებობს.

პირველ რიგში აღსანიშნავია დიდ ბრიტანეთში არსებული მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, რომელიც ყველთვის მომგებიან პოზიციას უქმნის ტრადიციულ პარტიებს, როგორებიც არიან კონსერვატორები და ლეიბორისტები, არსებული სისტების შეცვლას ხშირად ითხოვენ სხვა პარტიების წარმომადგენლები და ‘’გალიდერებულ’’ პარტიებს ხმების მითვისებაში ადანაშაულებენ, ამ მხრივ საინტერესო გახლდათ 2015 წელს ჩატარებული არჩევნები როდესაც ნაიჯელ ფარაჯის UKIP-მა ხმების 12,6%-ი მოაგროვა, რითიც იგი ყველაზე პოპულარულ პარტიად იქცა კონსერვატორებისა და ლეიბორისტების შემდეგ, თუმცა არსებული 650 მანდატიდან მხოლოდ ერთი ერგო.

მომავალ არჩევნებში კონსერვატიულ პარტიას უპირობო ფავორიტად მიიჩნევენ, თუმცა ლეიბორისტების მიერ წამოწყებულმა წინა საარჩევნო კამპანიამ, კონსერვატორების შანსებს მცირედი პრობლემები მაინც შეუქმნა და მათი 18%-იანი უპირატესობა 7-8%-მდე შეამცირა, მაგრამ საქმე იმაშია რომ ბრიტანული მოსახლეობისთვის ამჟამინდელი ლეიბორისტული პარტია ზედმეტად მარცხნივ არის გადახრილი და მათი ლიდერიც ჯერემი კორბინი საკმაოდ არაორდინალური, რთულად პროგნოზირებადი პოლიტიკოსი გახლავთ და მიუხედავად იმისა, რომ ლეიბორისტების დაპირებები უფრო კარგად ჟღერს, უფრო ახლოს არის ხალხის პრობლემებთან, ბრიტანელები მაინც კონსერვატორების სტაბილურ პოლიტიკას ანიჭებენ უპირატესობას ამ პოლიტიკურად რთულ პერიოდში, რაც BREXIT-ს თან ახლავს. ლეიბორისტების სიტუაციას ამძიმებს ბოლოდროინდელი შიდა პარტიული განხეთქილება. პარტიული ელიტა, ლიდერს, ჯერემიკორბის დაუპირისპირდა, კორბინმა ლიდერობა ლებორისტული პარტიის ამომრჩევლების დიდი თანადგომის ხარჯზე შეინარჩუნა. რიგი ანალიტიკოსებისა მიიჩნვევს, რომ ტერეზა მეი უბრალოდ ხელსაყრელი მომენტის გამოყენებას ცდილობს, როცა მისი მეტოქე დასუსტებულია და ეს არჩევნები, კონსერვატიული პარტიის უფრო დიდი უმრავლესობით მოსაყვანად დაინიშნა, რაც სავსებით რეალურია დღევანდელი გადმოსახედიდან.

ლიბერალური ალიანსის შექმნის ალბათობა 8 ივნისს გასამართი არჩევნების მთავარი ინტრიგა გახლავთ. მწვანეთა პარტიამ სხვა ბრიტანულ პარტიებს მოუწოდა ანტიკონსერვატიული ალიანსის შესაქმნელად, რაც ‘’ტაქტიკურ’’ ხმის მიცემას გულისხმობს, ე.ი მაჟორიტარულ ოლქებში, კონსერვატორების წინააღმდეგ, პროგრესულმა პარტიებმა ( მწვანეებმა, ლიბერალ დემოკრატებმა, შოტლანდიის ნაციონალისტურმა პარტიამ და ლეიბორისტებმა) მხოლოდ ერთი, შეთანხმებული კანდიდატი უნდა დაასახელონ, რათა ერთმანეთს არ წაართვან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხმები, ასეთ შემთხვევაში თუ ისინი უმრავლესობას 25 მაჟორიტარულ ოლქს მოუგებენ კონსერვატორების მთავრობა დასრულდება, თუმცა არსებული ტაქტიკა საკმაოდ სკეპტიკურად გამოიყიურება თავად პროგრესული პარტიების განსხვავებულობის გამო, რთული წარმოსადგენია, რომ მკვეთრად მემარცხენე ლეიბორისტული პარტია ლიბერალურ პარტიებს შეუერთდეს ამ მარათონში, თუმცა არ არის გამორიცხული ძლიერი და უპრეცენდენტო ლიბერალური ცენტრის ხილვა მომავალ პარლამენტში, თუ მწვანეები, ლიბერალ დემოკრატები და SNP ( შოტლანდიის ნაციონალისტური პარტია) მოახერხებს ერთობის ჩამოყალიბებას, ვინაიდან თითოეულს ცალკე არ შესწევს უნარი იმისა, რომ რაიმე ზეგავლენა მოახდინოს პოლიტიკურ პროცესებზე.

ულტრა მემარჯვენე პარტიებისათვის წარმატების შანსები საკმაოდ მცირეა მომავალი არჩევნებისთვის. ბევრის აზრით, UKIP-ი BNP-ის ხვედრს გაიზიარებს და ამ არჩევნებზე საბოლოოდ განადგურდება, ეს მსჯელობა არ გახლავთ საფუძველს მოკლებული, მაგრამ არა იმიტომ რომ 2015 წელს რამოდენიმე მილიონმა ამომრჩეველმა, რომელმაც მხარი UKIP-ს დაუჭირა, ახლა პოლიტიკური ვექტორი შეიცვალა, უბრალოდ ეს ხალხი აპირებს კონსერვატორებს დაუჭიროს მხარი, რათა პრობლემები არ შეექმნას BREXIT-ს, ქვეყანამ საბოლოოდ დატოვოს ევროკავშირი, უამრავმა აქტიურმა UKIP-ის მხარდამჭერმა უკვე განაცხადა, რომ არჩევნებზე ხმას კონსერვატორებს აძლევს, აღსანიშნავია ისიც, რომ UKIP-ი როგორც პარტია მთლიანად ნაიჯელ ფარაფთან ასოცირდებოდა, ხოლო მის გარეშე კი პარტია თითქოს აღარაფერს წარმოადგენს. ასევე კონსერვატორებიც უფრო მარჯვნივ არიან დღეს ვიდრე ორიოდე წლის წინ.

არჩევნებამდე 25 დღეზე ნაკლები დარჩა, პარტიები კი აგრძელებენ ბრძოლას მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG