Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურისტის ნაამბობის პასუხად


ავტორი: მარიამ ბანეთიშვილი

ინტერნეტში რუსი ტურისტის ბლოგი გამოაქვეყნეს.უკმაყოფილო იყო თბილისში მოგზაურობით და დამცინავი, არაფრისმთქმელი გამონათქვამებით ახსენებდა ქართველებს და ქართველობას. თურმე ერთი სული ჰქონდა ჩაბნელებულ, შავებში შემოსილ თბილისისთის თავი დაეღწია და იქ ხმაურიან და ჭრელ მოსკოვში დაბრუნებულიყო. წაბრძანდით ბატონო, წაბრძანდით! თბილისის ერთ ერთ რესტორანში არც ოფიციანტის მომსახურება მოსწონებია, მას რუსულ მეტყველებას და აქცენტს უწუნებდა. მერე ძველ თბილისში გაუსეირნებია და დანგრეული, ვიწრო ქუჩები არ მოსწონებია. არც ჩვენი დედაქალაქის მთავარი გამზირი გამორჩენია და მეტისმეტად მედიდური ტექსტით აღნიშნავს თუ რაოდენ მომხიბლავი ეჩვენა რუსეთის იმპერიის დროს აგებული შენობები, თითქოს გვამადლის ამ არქიტექტურას და იქვე ირონიულადაც ახსენებს ამ რუსული ეპოქის ,, დიდებული“ შენობების გვერდზე რუსული ოკუპაციის მუზეუმს. ქართველებმა რუსულ ოკუპაციას მუზეუმი მიუძღვნესო,იქვე დასძენს. ყველა მაღაზიასა თუ ბანკში,მხოლოდ ქართული და ინგლისური ენარომ არის კომუნიკაციის მთავარი საშუალება არც ეს მოსწონებია, ჩვენს სტუმარს. არც სხვადასხვა მაღაზიის ფასადზე არსებულ მხოლოდ ქართულ და ინგლისურ წარწერებს მოუხიბლავს. მოკლედ დაგვრჩა უკმაყოფილო ეს ჩვენი ტურისტი. მგონი სხვა ეპოქაში მოგზაურობდა. აშკარად დროთა აღრევასთან გვაქვს საქმე.

დიახ ბატონო, საქართველოში ფეხს იკიდებს ახალი ერა, ძველ ტრადიციაზე დაფუძნებით. დიახ, დღეს თუ ხვალ გავხდებით ევროპის ნაწილი. იპ ევროპისა რომლის კულტურა და ტრადიციები ახლოსაა ჩვენს ქვეყანასთან. როგორც იქნება საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრების განვილი გზის საფასურიც ადეკვატურად იქნება ანაზღაურებული და ჩვენი ისტორიული როლის გათვალისწინებით მნიშვნელოვან ადგილის დავიკავებთ მსოფლიოი ცივილიზაციის გზაზე.

მიუხედავად იმისა რომ ჩვენს წინაპრებს ეგონათ ევროპამდე მისასვლელი გზა მხოლოდ რუსეთზე გადიოდა, შემდგომმა თაობებმა სამართლიანადდავინახეთ რომ ეს ასე არ არის. მოტყუებული საქართველო ბევრჯერ გამხდარა რუსეთს საჯიჯგნი ადგილი. დიდი ხელის შეშლის და წინაღობების მიუხედავადმაინც წინ მივდივართ, ნემა მაგრამ მაინც წინ... და არა უკან სიბნელესა და გაუგებრობაში, სადაც ორი საუკუნე დავკარგეთ ჩვენი იდენტობის და კულტურული თუ ისტორიული განვითარებისა, რამაც შეაფერხა ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი გზა მომავლისა.

დიახ... თბილისში სწორედ ,,უძველესი ნანგრევების“ სანახავად უნდა ჩამობრძანდეთ. აქ ვერ ნახავთ ცათამბჯენებს და ხელოვნურად აგებულ დიდებულებას. ამის ადგილი აქ არ არის. ჩვენი ქვეყნის ხიბლიც სწორედ იმაშია, რომ იგი მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთ უძველეს კერას წარმოადგენს. მაშინ როდესაც დიდი სახელმწიფოები ტომობრივ გაერთიანებებში ცხოვრობდნენ აქ უკვე იწერებოდა ,,ვეფხისტყაოსანი“, უკვე ნათარგმნი იყო მსოფლიოს ლიტერატურული შედევრები. მხოლოდ აქ, ძალიან პატარა ტერიტორიაზე შეგიძლიათ ეზიაროთ სხვადასხვა ბუნებრივი ზონისთვის დამახასიათებელ ულამაზეს ბუნებას. მხოლოდ აქ ნახავთ მსოფლიო გზაჯვარედინზე აღმოცენებულ ცივილიზაციას. აზიური და ევროპული ყოფის შერწყმას. ქართულ იდენტობასთან შესისხლხორცებულ კულტურულ თუ ისტორიულ ნიმუშებს. და თუ რუსული ოკუპაციის შედეგად აღმართული შენობების გვერდით ამავე სახელწოდების მუზეუმსაც ნახავთ, არ დაიზაროთ და დაათვალიერეთ. შემდეგ მიხვდებით არსს ამ მუზეუმისა. დიახ არ უნდა დავივიწყოთ ის ეპოქა, რომელმაც შეაფერხა ჩვენი ქვეყნის მომავალი და უნდა გვახსოვდეს მუდამ, რომ იგივე შეცდომები არ გავიმეოროთ, რამაც ამ შედეგებამდე მიგვიყვანა.

რაც მთავარია მსოფლიო ფიზიკურ რუქაზე, ღმერთის მადლით და ჩვენი წინაპრების დაღვრილი სისხლის ფასად სადღაც ორ ზღვას შუა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით დღესაც დიდ ყურადღებას იპყრობს პატარა, ოკუპირებული, განვითარებადი, მაგრამ მაინც სუვერენული სახელმწიფო და თავისი ისტორიით, კულტურით, სტუმართმოყვარეობით და განსხვავებულობით ელის და იზიდავს ბევრ სტუმარს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG