Accessibility links

ციფრებს შორის დარჩენილი ამბავი


ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემების თანახმად,2014 წელს ემიგრანტთა რაოდენობამ 88 000 ადამიანზე მეტი შეადგინა, აქედან 33 000 ქალია...

„ტკივილში ყველაზე კარგი ის არის, რომ მიგანიშნებს,ცოცხალი ხარ!“,- კითხულობს მსახიობი სცენარს და ცდილობს, როლი გაითავისოს, რაც ნიშნავს იმას, რომრეალური ქალის ისტორია უნდა მოირგოს. ფილმის სცენარი აკანკალებული მარჯვენა ხელიდან მარცხენაში გადადის. ეს ასე, ის ისე… მთელ ფილმს საკუთარ გონებაში წარმოიდგენს დაგადაავლებს თვალს, ღრმად ჩაისუნთქავს დაგადაღებაც დაიწყება.

მანონი 30 წლის იყო თვითმფრინავში რომ ჩაჯდა და სამშობლოდან შორს ემიგრანტი ქალის სტატუსით დაიწყო ცხოვრება, ფილმის მთავარი გმირი სწორედ ისაა. ნამდვილი ადამიანი,ნამდვილი ისტორიით. საბერძნეთში წავიდა, რათა ოჯახს ფინანსურად დახმარებოდა. თავიდან ეგონა, რომ სამ წელში სახლში დაბრუნდებოდა,ეკონომიკურად მოძლიერებულ ოჯახში ჩამოვიდოდა და მშობლიურ ქალაქში განაგრძობდა ცხოვრებას. მალე გეგმები შეიცვალა და სამის მაგივრად, უკვე ოცი წელია, რაც საბერძნეთში ცხოვრობს. მშობლები ისე გარდაეცვალა, რომ საქართველოში ჩამოსვლაც ვერ მოახერხა. თავად ხშირად აღნიშნავს,რომმსგავსი ისტორიით საბერძნეთში უამრავ ქართველ ქალს იცნობს და მისი ამბავი სხვებისგან არაფრით განსხვავდება.

მანონის ერთადერთი შვილი ჰყავს– სტრატო. მას დიდი, თაფლისფერი თვალები აქვს. ოთახის კუთხეში წყნარად ზის და უფროსების ქეიფს თვალს ადევნებს. პირველადაა საქართველოში, არც ენა ესმის, არც ამხელა სუფრა უნახავს ოდესმე, მაგრამ გრძნობს, რომ დედა გახარებულია და ცდილობს, ხელი არ შეუშალოს, მხოლოდიღიმის,თანაც ისე, რომ თავადაც არ იცის რატომ.

სტრატოს უცხო სახელი და გარეგნობა აქვს. ის ნახევრად ქართველია, ნახევრად- ბერძენი. საქართველო უყვარს, რადგან დედა არსად ისეთი ბედნიერი არ უნახავს, როგორც ამ ქვეყანაში თუმცა თავად, აქაურ თანატოლებთან ურთიერთობა უჭირს, ვინაიდან ქართლად ვერ საუბრობს. მანონის ბერძენი მეუღლე ჰყავდა. მისი გარდაცვალების შემდეგ სტრატო ერთადერთია, ვის გამოც, სხვის სამშობლოში დარჩენას აიძულებს საკუთარ თავს. ბიჭი საბერძნეთში გაიზარდა,ბერძნულ სკოლაში დადის, მეგობრებიც იქ ჰყავს, ამიტომ დედას არ სურს, შვილის ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს.

წლების წინ მანონისთან ერთად ქალაქიდან რამდენიმე ქალი წავიდა საბერძნეთში სამუშაოდ. სამშობლოში ჩამოსულს მეგობრებმა ამბავი დაახვედრეს,რომ ამ ქალების ოჯახის წევრები ყველას ზემოდან უყურებენ და არავის კადრულობენ. ბევრი მათგანი დედაქალაქში გადასულა ქირით საცხოვრებლად და დანარჩენებისთვის უთქვამთ– ვისაც წასასვლელი აქვს ყველა უნდა გაიქცეს და თავს უშველოსო. მანონი მშვიდად უსმენს ემიგრანტი ქალების საქართველოში დარჩენილი ოჯახების ისტორიებს და ახსენდება სირთულეები, რომელიც უცხო ქვეყნის შეჩვევასა და რეალობისთვისთვალის გასწორებას ახლდა თან,მძიმე დღეები რომელიც ოცი წლის წინ გადაიტანა, არ დავიწყებია, მეტიც, ყველაზე კარგად სწორედ ეს ახსოვს.

„პირველი წელიყველაზე რთულია, შიში მთელ ტანში გაქვს შეჩენილი. მოხუცი,რომელსაც მე ვუვლიდი, ალცაიმერით იყო დაავადებული, ფიქრობდა, რომ ქურდი ვიყავიდა ჩემს დანახვაზე ყვიროდა. ერთხელ, ღამით, დანით დამადგა თავზე და მას შემდეგ კარებს სულ ვკეტავდი. ხშირად მესიზმრებოდა, რომ კარები ღია მრჩებოდა და აკანკალებული ვიღვიძებდი“,- უყვება მანონი სუფრაზე შეკრებილ ბავშვობისმეგობრებს, რომლებიც თავს ბრაზისგან აქეთ-იქით აქნევენ და ხვდება, რომ ვერაფერი გაიგეს. არ უკვირს, რადგან მათ არასდროს გამოუცდიათ ემიგრანტობის აუტანელი სიმძიმე.

სტრატო სულ 10 წლისაა და ახლა მან უნდა გადაწყვიტოს- დაბრუნდებიან ის და დედა საბერძნეთში, თუ დარჩებიან საქართველოში. სტრატომ იცის, რომ დედას აქ ყოფნა მოსწონს, მაგრამ თავად იქ უნდა, სადაც საკუთარი ცხოვრება ელოდება...

მანონი ახლახან 50 წლის გახდა. საბერძნეთში ოცი წლით მიფრინავს. ფიქრები ისევ უცვლელია, იცის, რომ მშობლიურ ქალაქში აუცილებლად დაბრუნდება არც დედაქალაქი სურსდა არც სხვა ადგილი საცხოვრებლად. შემდეგ ახსენდება, რომ ოცი წლის შემდეგ 70 წლის იქნება. თუ ახლა წავა, მაშინნახევარ ცხოვრებას, სამშობლოდან შორს გაატარებს, თანსაკუთარ შვილს ცრემლიან სახეს არიდებს და რეალობას კიდევ ერთხელ ეგუება, ამჯერად სტრატოს გამო.

„ტკივილში ყველაზე კარგი ის არის, რომ მიგანიშნებს,ცოცხალი ხარ!“,- კითხულობს მსახიობი სცენარს და ცდილობს როლი გაითავისოს.დეკორაცია დაიშლება,უკანასკნელი პროჟექტორი ჩაქრება, ფილმის გადაღება დასრულდება, მაყურებელს კიდევ ერთხელ გაახსენდება ათასობით კილომეტრის დაშორებით მცხოვრებიემიგრანტები და ამავე მანძილზე გადაშლილი ტკივილიანი ფიქრები სამშობლოში დაბრუნებაზე. შეკრებილი საზოგადოებასინანულით კიდევ ერთხელ გადააქნევს თავს და შემდეგ ნანახის დავიწყებით საბოლოოდ მოიშორებს სიბრალულით გამოწვეულ უხერხულ გრძნობას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG