Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: ირინა რურუა

დაჭკნა კანი და ხელის გულებს კოჟრებად ამოაჯდა ბებერი ხორცი...
ფრჩხილის გარშემო გროვდებოდა თეთრი კანტები,
დარდის ზოლებად...
ემოციები იკეცავდნენ ლოყებზე ხაზებს და მათ სიღრმეში ჩაქცეული სიცარიელე ინახავდა ამბებს, ცხოვრებად.
ნაცრისფერ ძაფებს ერთმანეთში აქსოვდა ფიქრით და მტევნების მოქნილი რხევა
კვანძებად კრავდა შეთხელებულ თოკებს,
ერთმანეთის მიყოლებით, თანმიმდევრულად.
მუხლებთან დაგროვილი ტკივილები ამახინჯებდა მოლოდინებს და ფიქრი წარსულზე იტყუებდა გონებას,
ძალიან ღრმად,
თითქმის ფსკერამდე..
შექანებული ტალღები ექაჩებოდნენ სხეულს და ახვედრებდნენ ლოდებში მოყოლილ ამბებს,
შეტყუებულ, ისედაც შეცდომით ნაცხოვრებ სხეულის ნაწილებს.
ეხეთქებოდა ფიქრები ფიქრებს გონების მიღმა, ჰორიზონტს იქით
და უნებლიედ შემოპარული სიბრმავე სინამდვილეში შეგუებული სენი აღმოჩნდა, ცხოვრება რომელსაც ვუფრთხილდებოდით ქოთანში გამხმარი მცენარის მსგავსად ვერ გავახარეთ, ვერ გავზარდეთ და დავაბრალეთ დამპალ ნიადაგს,
რომელმაც ფერფლივით შთანთქა დათხელებული ფოთლების ტანი.
არადა, შეგვეძლო
წყლის მიშველება და იშვიათი ჩიჩქვნა, დაჟანგული იარაღებით
მაინც შეგვეძლო.
დაძალებული რეალობა.
დაძალებული დარდი.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG