Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერორიზმი-როგორც საფრთხე


ავტორი: ავთანდილ ლორთქიფანიძე

წერილის წერა რომელიც გადავწყყვიტე დამეწერა და მიზეზი ამისა, ეხება პირველ რიგში გაგებას ან გაგების მცდელობას თუ რა ხდება პირადად ჩემს და ზოგადად ჩვენს ირგვლივ, უფრო კონკრეტულად ეს ალბათ ის თემაა, რომელიც შეუძლებელია ადამიანს რომელიც აზროვნებს ან ყოველ შემთხვევაში გონია მაინც რომ აზროვნებს და ეს არ აწუხებდეს, წუხილი იმის წინაშე რაც ხდება და ხდება ისე თითქოს ეს უკვე ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაც იყოს, მიუხედავად იმის ვიღაცას შეიძლება ეს მოწონდეს ან არ მოწონდეს, და მიუხედავად იმისიც რომ ყოველთვის წლებია გარშემო ვგრძნობ რაღავ მასობრივ წუხილს, რომ ცხოვრება თითქოს ეს თავისთავად ტანჯვაა, თითქოს ვიღაც დაკავებული იყოს ჩვენი მარადიული ტანჯვით, ყოველწამიერი ჩვენი წუხილით და თუ მოხდა ისე რომ ცოტა ხნით მაინც გავუძვერი ამ ვიღაცას ხელიდან ეს უკვე საქმეა, და ამას მხოლოდ ისე თუ მოვახარხებთ რომ სადღაც თუ გადავეშვებით თავდავიწყებით, ისე თითქოს არც ვყიფილვართ, სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია. კომუნიზმის ბოლო წლებში თუმცა ძალიან პატარა ვიყავი (მისი ინერცია კი დღემდე თვალსაჩინოა) ვხედავდი რომ ეს იყო ცხოვრება თავდავიწყების; ეს იქნებოდა ყოველდღიური უზომო ქეიფები და დროსტარება, ფულზე გაგიჟებული მექრთამე ადამიანები, ასევე საინტერესო მომენტი როცა სადარბაზოები თითქოს სპეციალურად ჯავრამოყრილი სიბინძურით იყო დანაგვიანებული (რომ არაფერი ვთქვათ ზოგადად გარემოზე), მაშინ სახლებში ხდებოდა ამის ანაზღაურება მაქსიმალური კომფორტის მოწყობით და ისე თითქოს ყველაფერი კარგად იყო, ეს ყველაფერი სწორედ თავდავიწყების გამოხატულება მგონია და თუ ეს თავდავიწყება ვერ ხდებოდა იყო ზიზღი ყველგან და ყოველთვის. ეს უბრალოდ გავიხსენე იმ ინერციის ცოტა წარსული სადაც დღეს ვცხოვრობთ და ვარსებობთ. ეხლა საინტერესოა არა ხდება დღეს; თითქოს უკეთესობისკენ მივდივართ; გზა ევროკავშირისკენ გვიჭირავს (ეს უკვე გადაწყვეტილია), ნაკლები მექრთამეობა, გარეთ მეტი სიმშვიდე და ა.შ და ა.შ ანუ შედარებაც არ შეიძლება. სინამდვილეში ესეთი ოპტიმისტური დასკვნები მე დიდ სისულელედ და მავნებლობად მგონია, რადგან სწორედ ესეთი მოწოდებები მიგვითითებენ თავები ჩავწიოთ და მივყვეთ ერთხელ და სამუდამოდ დადგენილ დინებას, ესე უბრალოდ მივყვეთ! თუკი დღეს რაიმე უკეთესობაა ეს უბრალოდ ასეა, ასე გადაწყვიტეს და მორჩა! ანუ დღეს უბრალოდ აიკრძალა ქრთამის აღება და დიდი სასჯელის გამო აღარ ღირს (და არ ნიშნავს რომ მასობივი სურვილი არ არის), სიმშვიდეც ქუჩებში იმიტომ არის რომ მისი დარღვევა ისჯება (თუმცა ვიღაცეები ტაბურეტკებით დარბიან და რატომღაც არ ისჯებიან). მივდივართ ევროპისკენ, რომ ვიკითხოთ რატომ? ალბათ უმრავლოსობა გვიპასუხებს, რომ ალბათ ესე სჯობს რადგან იქ კაი ცხოვრებაა და არ ვიცი თან ესე გადაწყვიტა ჩვენმა ელიტამ, ესეიგი თითქოს გემზე ვართ უკვე და მსჯელობას აზრიც აღარ აქვს. ამ ყველაფერს თუ კი ყველაზე მეტად ვინმემ ხელი შეუწყო სწორედ ჩვენი ელიტაა, რომელთაც სინდისი რომ აწუხებდეთ დღეს მაინც აღარ გაგვაბრუებდნენ, ვინც დაამახინჯა ეს იდეა („ევროპის“) და თავიანთ კეთილდღეობას ამოუყენა გვერდში. მოკლედ დღესაც ისევე ინერტულები ვართ, იმ განსხვავებით რომ გარეგნულად უფრო კარგად გამოვიყურებით, მაგრამ შიგნით ისევ ცარიელები და ეს შინაგანი საციარიელე კვლავ ოკუპირებული აქვთ ვიღაც გარეშე ძალებს, რადგან არ არის მზაობა მე შევავსო ის ჩემი შინაგანი ძალით (ჩემი ფიქრით, ჩემი აზრით, ჩემი სიცოცხლით!) და სადაც ცოცხალი უნდა ვყოფილიყავი უკვე დავაგვიანე და ადგილი დაკავებული დამხვდა. და აი აქ მოვიყვან ტერორიზმის ჩემეულ სიმბოლოს, რომელიც თითქოს სწორედ ამ სიცარიელის „ოკუპაციით“ არის დაკავებული, და ამიტომ ის უნივერსალურია და ყველგან გვხვდება (როგორც სიძულვილი ყველას მიმართ ვინც არ მგავს). ის მსოფლიო მასშტაბის ტრაგედიები რაც ხდება დღეს, ფართო მსჯელობის საგანია და ბევრს წერენ იმის შესახებ რა იწვევს ამ კატასტროფებს და ამ ანალიზში საინტერესოა იმ ადამიანების გამოყენება როგორც იარაღის, ვინც გარეუბნებში უამრავი სოციალური ტრამვირების შედეგად შურისძიების ნებისმიერ საშუალებას ეძებენ. სწორედ მათ იყენებენ ისლამის როგორც იდელოგიის საშულებით, რომ უბრალოდ ამ იდეოლოგიაში შეზავულებმა უარი თქვან ყველანაირ სიცოცხლეზე და საბოლოოდ ბიოლოგიურზეც. აქ კიდევ საინტერესოა ამ ამბებით მომგებიან პოზიციაში მყოფი იმ პარტიების, პოლიტიკოსების გამოკვეთა ასევე რუსეთის პოლიტიკის როგორც სწორედ ტერორიზმის სიმბოლოს ქვეშ მყოფი პოლიტიკის მქონე ქვეყნის (ანუ ვერატანა განსხვავებული პოლიტიკის მატარებელი საუვერენიტეტელი ქვეყნისა ეს მისი სამარკო ნიშანივითაა), რომლებიც სწორედ ტერორიზმს და სხვა არაფერს ქადაგებენ ვითომ ტერორიზმის საბრძოლველად, თუმცა მათგან არაფერი არ ანსხვავებს, და ეს პირები (ისევე როგორც თვით ISIS-ი) იყენებენ სწორედ იმ ადამიანებს ვინც დათმო საკუთარი თავი და სწორედ მათ იყენებენ საზარბაზნე ხორცად. ეხლა შევხედოთ რა ხდება ჩვენთან; ადამიანები რომლებთაც პირადი არჩევანი ჭირივით ეზიზღებათ და ნებისმიერ იდეოლოგიაში თავით გადაეშვებიან ოღონდაც თავისუფლება ნუ უხსენებ, სწორედ მათ იყენებს დღევანდელი უდიდესი ძალაუფლების მქონე პირები და ინსტიტუტები, (რა თქმა უნდა ყველა მიხვდება რომელ ინსტიტუტს ვგულისხმობ პირველ რიგში, ეს არის დღეს უდიდესი ავტორიტეტის მქონე მართლმადიდებელი ეკლესია, სწორედ მის ფრთებს ქვეშ ვნახულობთ შურისძიების წყურვილით დაბრმავებულ ადამიანებს) და ამ ადამიანებს რა თქმა უნდა ექნებათ სურვილი შურისძიების რადგან მათ სიცოცხლე აუკრძალეს და უბრალოდ არსებობა მიუსაჯეს, და სწორედ მათ იყენებენ ისინი საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებისთვის, ეს ადამიანები და ჩვენ ზოგადად, დაგვაცარიელეს და იდეოლოგიით ამოგვტენეს, და ეს იდელოგიით, თითქოს ნაღმით ამოვსებული თავები სად გასკდება კაცმა არ იცის და ამიტომაც ჩვენ ნაღმების ქვეყანაში ვცხოვრობთ, ამის შედეგებს კი ყველგან ვნახულობთ; იქნება ეს მასობრივი ხოცვა ერთმანეთის, ქალების თუ სხვადასხვა უმცირესობების უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით განსხვავებულების, ანუ ცოცხალი ადამიანების, სწორედ ცოცხალი ადამიანი როგორც თვითმყოფი ინდივიდი იქნება ყოველთვის თუ არა ხშირად მაინც უმცირესობაში. ამ მხრივ ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო ბოლოს დროს საგანმანათლებლო ცენტრ „კამპუსში“ მომხდარი სასიკვდილო დაჭრა, სადაც სწორედ იმ სიცარიელის დაკავება ხდებოდა პირადი ძალისხმევით; მოესმინათ და გაეგოთ ისეთი ფილოსოფოსების როგორიც ნიცშე, ფუკო და სხვ. ნააზრევი რომლებიც ყველაზე მეტს სწორედ თავიანთ თავზე ეტყოდა და ალბათ ეს გაგება გახდა ტრაგედიის მიზეზი, რადგან ხანდახან მგონია რომ უკვე მივაღწიეთ იმ წერტილს საიდანაც უკვე შეუძლებელია საერთოდ რაიმე გავიგოთ, იმ ზიზღის ფასად რაც ჩვენი თავის დანახვისთანავე გვექნება და რაც დავიმსახურეთ. ალბათ ეს ზიზღია გადმონთხეული უბრალო ადამიანებზე იქნება ეს პარიზში, თბილისში, ერაყში თუ სადმე სხვაგან. სწორედ ამიტომ სწორი მგონია ვთქვათ რომ ტერორიზმი - ეს უკვე დიდი ხანია რაც ჩვენშია, და თუკი ცოტა ძალა მაინც შეგვრჩენია, თუკი სიცოცხლის სურვილი მაინც არ გვეშვება, ეს უნდა დავინახოთ, იქამდე სანამ თვითონ დაგვინახა და ისარგებლა ჩვენივე დაუნახაობით და სიცარიელით.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG