Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო პროგრამა და ხალხის უალტერნატივო არჩევანი


ავტორი: დავით წიკლაური

არჩევნების მოახლოებასთან ერთად ნელ-ნელა მატულობს სხვადასხვა კანდიდატების აქტიურობის ხარისხიც. ტელევიზიით, ინტერნეტით თუ სხვა საშუალებებით ჩვენამდე მოდის უამრავი დაპირება. ზოგიერთი კანდიდატთაგანი უშუალოდ შინ მოსვლასაც არ იზარებს და ყველა ამომრჩეველს პირადად აცნობს იმას თუ რის გაკეთებას აპირებს გამარჯვების შემთხვევაში.აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი მიმზიდველი და მაცდუნებელია. დანაპირების მოსმენისას წამიერად გვეუფლება შეგრძნება, რომ ამა თუ იმ კანდიდატის არჩევით შეიძლება ყველაფრის გადაწყვეტა და მოგვარება. თუმცა საკმარისია დავსვათ შეკითხვა „როგორ“ და მალევე დავინახავთ რომ ამ საოცნებო გეგმებიდან შეიძლება სულ რამდენიმეღა დარჩეს რეალური.

დემოკრატიულ სამყაროში, პარტიები და მათი წინასაარჩევნო პოლიტიკური პროგრამები მნიშვნელოვან როლს თამაშობს. როგორც წესი, პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა მოიცავს იმ ძირითად დეტალებს, რომლებიც ორიენტაციის საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, ამომრჩველებს, პარტიისგეგმების, პრინციპების და შეხედულებების შესახებ. საკუთარი პროგრამით პარტია გამოხატავს თუ რით განსხვავდება სხვა პარტიებისაგან, განსხვავებული შემოთავაზებისგან.გარდა პირველადი პროგრამისა პარტიები ხშირად წარადგენენ ალტერნატიულ პროგრამებსაც, რომელებიც მეტად მნიშვნელოვანი კომპონენტია სხვადასხვა პარტიათა ჭიდილში.

ქართულ რეალობაშია ხშირია საარჩევნო ასპარეზზე სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფებების გაერთიანება. ძირითადად მსგავსი შემთხვევის ორი ვარიანტი არსებობს: შედარებით სუსტი და არაპოპულარული პარტიები ერთიანდებიან რათა საერთო ძალებით შეძლონ ბარიერის გადალახვა ან კვლავ მსგავსი ტიპის პოლიტიკური ძალები ცდილობენ გაერთიანდნენ ძლიერ პარტიასთან, რომელთან ერთადაც გამარჯვების მიღწევა ერთობ მარტივი იქნება. როგორც წესია, პარტიებიც რაღაც გარკვეული ნიშნის გამო უნდა ერთიანდებოდნენ, თუმცა ჩვენთან პრობლემას არ წარმოადგენს ორი რადიკალურად განსხვავებული იდეოლოგიის მქონე პარტიის გაერთიანება , ან თუნდაც სამის და ასე შემდეგ. სხვაგან , განვითარებულ დასავლეთში მსგავსი ტიპის ქცევა აუცილებლად გამოიწვევდა რეპუტაციის უმალ გაქრობას და ხალხის ნეგატიურ დამოკიდებულებას. მსგავსი დამოკიდებულების არსებობა სწორია! სწორია რადგანაც, პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც უღალატებს თავის პრინციპებს, იდეოლოგიას და ამომრჩევლის ნდობას ვერ იქნება გარანტი იმისა, რომ ხელისუფლბაში მოსვლის შემთხვევაში ის აუცილებლად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის დამკვიდრებული გამოცდილება და სრულფასოვან პარტიებს გააჩნიათ როგორც საარჩევნო პროგრამა, ასევე ალტერნატიული პროგრამა, რომელიც ზუსტად მსგავსი სიტუაციისთვის იქმნება. თუმცა ქართულ რეალობაში, არათუ ალტერნატიული არამედ ზოგადად საარჩევნო პროგრამის წარდგენაც კი უინტერესოა რიგი ძალებისთვის. 2016 წლის არჩევნების პერიიოდში პარტიათა უმრავლესობას საერთოდ არ წარმოუდგენია საარჩევნო პროგრამა, ნაწილი მათგანი ზოგადი დაპირებებით ცდილობდა ხალხის გულის მოგებას, ნაწილს პროგრამა ზეპირსიტყვიერად ქონდა შედგენილი თუმცა ხშირად ხანდახან თავადაც ავიწყდებოდათ წინარე განცხადებები და იყო შემთხვევები როდესაც ერთი პარტიიდან ისმოდა ურთირთსაწინააღმდეგო განცხადებები. თუმცა სასიხაროლოა ის ფაქტი, რომ პარლამენტში შესულ სამივე პარტიას გააჩნდა პროგრამა. რა თქმა უნდა თუ თითოეულ პროგრამას დეტალურად განვიხილავთ, მივხვდებით, რომ ეს არის მხოლოდ დაპირებების კომპლექტი და არ ჩანს სამოქმედო გეგმა, თუმცა საერთო ფონის გათვალისწინებით ამ დოკუმენტის ქონაც არაა ცუდი.
მოდი განვიხილოთ ის ძალები, რომლებიც შედარებით კონკურენტ უნარიანები აღმოჩნდნენ და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად არიან ჩართულნი. ხშირია შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებაში მოსული ძალა ვერ ახერხებს სრულიად შეასრულოს საკუთარი დანაპირებები და მიჰყვეს იმ კონკრეტულ გეგმას, რომელიც არჩევნებამდე ქონდა დასახული. სწორედ ამიტომ არსებობს ალტერნატიული პროგრამის პრეცენდენტი. სრულფასოვანი პარტიები ამომრჩეველს წარუდგენენ როგორც სამოქმედო გეგმას , ასევე მეორე სათადარიგო გეგმასაც რომელიც მოვლენების არასათანადოდ განვითარების შემთხვევაში გამოადგება აღნიშნულ პოლიტიკურ ძალას.
პარტიების მიერ ალტერნატიული სამოქმედო გეგმის უგულებელყოფა რა თქმა უნდა გამოწვეულია თავად მოსახლეობის ინტერესის ნაკლებობით. ქართველი ამომრჩეველი ძირითადად ყურადღებას არ უთმობს სამოქმედო გეგმას. მისთვის მთავარია მოისმინოს დაპირებები, ვიზუალურად შეაფასოს კანდიდატი, განიხილოს მისი წარსული ცხოვრება და სხვა მრავალი დეტალი, თუმცა მთავარი ანუ სამოქმედო გეგმა ექსპერტებისა და მცირე ჯგუფების გარდა თითქმის არავის აინტერესებს.

სწორედ ამიტომ, გასაკვირი აღარაა თუ რატომ არ ხარჯავენ პარტიები დროს და ენერგიას ალტერნატიული პროგრამის შემუშავებაზე, როდესაც მარტივად დაპირებებისა და სხვა საშუალებების ხარჯზე შეუძლიათ მოიგონ ამომრჩევლის გული. სხვადასხვა სარეკლამო რგოლები, უამრავი პოსტერი, ტელე-რადიო მიმართვები და მოსახლეობასთან შეხვედრები არის დღევანდელი საარჩევნო რეალობის განუყოფელი ნაწილი, თუმცა ჩამოთვლილთაგან ვერცერთი ვერ მოგვცემს პასუხს კითხვაზე თუ როგორ აპირებს ესა თუ ის კანდიდატი ან პარტია შეცვალოს მდგომარეობა და შეასრულოს დანაპირები.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარტიები მოქმოდებენ საზოგადოების მოთხოვნიდან გამომდინარე. ქართული პოლიტიკური კულტურა კიდევ შორსაა დასავლურისგან. ამომრჩეველთა დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირის პერიოდში შექმნილი სტერეოტიპებით აგრძელებს ცხოვრებას. მაშინ როდესაც სახელმწიფოში იყო სულ ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლების სათავეში იყო მუდამ და სულაც არ სჭირდებოდა რაიმე გეგმის შედგენა არჩევნებში წარმატების მისაღწევად. აღნიშნული სიტუაციიდან დღევანდელ რეალობაში გადმოსვლა მართლაც, რომ რთულია, მაგრამ შესაძლებელი. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული, პოლიტიკური პარტიებისთვის უფრო და უფრო რთული ხდება ამომრჩევლის დარწმუნება და ხმების მოსაპოვებლად მათ შედარებით მეტი ძალისხმევა და მონდომება სჭირდებათ ვიდრე ეს ადრე იყო. სწორედ ამიტომ, უნდა ვიმედოვნოთ, რომ საზოგადოება მოკლე ხანში უფრო აქტიურად დაიწყებს შეკითხვების დასმას და ბრმად არ ენდობა საარჩევნო კამპანიაში ჩაბმულ პარტიებს, რომლებიც მხოლოდ ფორმალობის გამო წარადგენენ საარჩევნო პროგრამას, ალტერნატიული პროგრამა კი საერთოდ მივიწყებული აქვთ.
სწორედ ამიტომაც, არ უნდა გაგვიკვირდეს თუკი ჩვენი რჩეული კანდიდატი ვერ აასრულებს დანაპირებს, რადგანაც თავის დროზე ჩვენ არ დავსვით საკმარისი შეკითხვები და მივეცით მას და მის კონკურენტებს უფლება აბსურდული დაპირებებით მოეგოთ ამომრჩევლის გული.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG