Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თქვენ მხოლოდ კარტის დასტა ხართ!" ანუ ალუზიები მურუსიძის, ძმათა და დათა მისთა სამართალზე


ავტორი: ეთერ ნაცვლიშვილი

სათაურში ჩვენ მიერ გამოტანილი რეპლიკით მიმართა ელისმა სასამართლოს , რომელმაც ბოლოს და ბოლოს მასაც „გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი“. ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის ჩარლზ ლუდვიგ დოდჯსონის, მსოფლიო ლიტერატურაში ლუის კეროლად ცნობილი მწერლის, აბსურდისა და სიურეალიზმის დიდოსტატის ზღაპარი „ ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ დღეს ისევე აქტუალურია საქართველოში, როგორც ჯოისის, კაფკას, სტრუგაცკების დროს, ხომ ცნობილია, რომ ლუის კეროლმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ამ მწერლებზე, ფრანც კაფკამ საერთოდ სრულყო აბსურდული სასამართლოს სახე „პროცესის“ უკანასკნელი სიტყვებით: „ძაღლივით დამკლეს,_ თქვა კ.-მ ისე თითქოს ეს სირცხვილი მასზე დიდხანს იარსებებდა“. მუდმივად ციტირებდნენ კეროლს სტალინური რეპრესიების მსხვერპლი რუსი მწერლები. „და ჩვენ ვიჭრებოდით, როგორს კარტის დასტა“- ეს პასტერნაკია.

„ხელისუფლების ყველა რგოლი იყო ჩართული, რომ არ დამდგარიყო სამართლიანი განაჩენი“_წერს სტრასბურგის სასამართლო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით. ეკრანზე ზიმზიმებს ამ საქმის ერთერთი შემოქმედის ბატონი მურუსიძის და მის მხარდამჭერთა სახეები. გაიხსენეთ კეროლის ზღაპარი, სადაც ტოტალიტარული სოციუმის ყველა პერსონაჟია წარმოგენილი_ მეფე, რომელიც, ამავე დროს მოსამართლეცაა და პარიკზე სასაცილოდ აქვს დასკუპული გვირგვინი, ნაფიცი მსაჯულები გაურკვეველი არსებები, რომლების გრამატიკული შეცდომებით, უაზროთ ფხაჭნიან ფირფიტებზე მოსამართლე-მეფის მითითებას, დედოფალი ერთადერთ ფრაზას გაჰკივის- „მოჰკვეთეთ თავი“, მთელს ამ გროტესკულ სურათს დასცქერის ფილოსოფოსი, ჩეშირული კატის მხოლოდ ღიმილი და, როცა თავიც გამოიკვეთება და დედოფალი ბრძანებს, რომ მას თავი მოჰკვეთონ, ჯალათი სერიოზულად ეძებს ხერხს, როგორ მოჰკვეთოს თავს თავი. გენიშნათ რამე, გაგახსენდათ ნებისმიერი აბსურდული უსამართლობის შემფუთავი მოსამართლე ჯალათები?

მხოლოდ ელისი ხედავს, რომ ეს ცოცხალი არსებები კი არა, კარტის დასტაა. ეს ყველაფერი მის, ანუ ბავშვის სიზმარში ხდება. რატომ სიზმარში? სიზმრის სივრცე ტოტალიტარიზმის ფსიქოლოგიის სივრცეა, აქ შენს ნებაზე არაფერია დამოკიდებული და არავის არაფერი უკვირს და საერთოდ ადამიანი არაფერს ნიშნავს. ისევ გენიშნათ რამე?! სხვათა შორის ინგლისის დედოფალს დიდი ყურადღებით წაუკითხავს „ელისი“.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG