Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოჩვენებითი პლურალიზმის მიზეზ-შედეგები


ავტორი: გურამ ავალიანი

პლურალიზმის მოჩვენებითობა-ეს ტერმინი ალბათ ყველაზე კარგად ახასიათებს ქართულ პარტიულ სისტემას. პარტიებმა თანამედროვეობის ყველა აქტუალური სპექტრი და მიმდინარეობები მოიცვეს: მემარჯვენეები, მემარცხენეები, ცენტრისტები , ნაციონალისტები, ლიბერალები, ანტი-ლიბერალებიდა ა.შ. მათ გარდა იდეოლოგიებისა, პოლიტიკურ სპექტაკლში როლებიც კი გადაინაწილეს: ქართული ოცნება-პროტაგონისტი, ნაციონალური მოძრაობა-ანტაგონისტი, ევროპული საქართველო- წარსულისგან განმდგარი, რესპუბლიკური პარტია-„ეროვნული საფრთხე“. რომელიც ტაბუდადებულ საკითხებს ეხება, პარტრიოტთა ალიანსი- „მტრის მოკავშირე“ და ა.შ..გვყავს უპარტიო მოთამაშეები და რადიკალ-მემარცხენე-მემარჯვენე საზოგადოებრივი გაერთიანებები. პოლიტიკურ მედიაშიც არის აზრთა და ინტერესთა სხვადასხვაობა. თითქოსდემოკრატიული სისტემის სახელმძღვანელოდან აღებული პლურალიზმი გვაქვს. თუმცა თუ ცოტა დავაკვირდებით და დავფიქრდებით, არჩევანის ილუზიის მიღმა მის არარსებობას დავინახავთ. ფაქტია, რომ სულ უფრო მეტი ამომრჩეველი ამ მრავალფეროვნებაში მისთვის მისაღებ პოლიტიკურ აქტორს ვერ ხედავს. სულ უფრო ცოტა უჭერს მხარს წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალთაგან ერთერთს. იზრდება გაუცხოვების ხარისხიც და ეცემა საარჩევნო აქტივობა.

პლურალიზმის მოჩვენებითობაზე, პირველ რიგში, მიუთითებს ის, რომ 2012წლის შემდეგ, რეალურად არ გამოჩენილაახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ქართულ ოცნებას ღირსეულ კონკურენციას გაუწევდა.გაყოფილ, ლიდერ გადახვეწილ და საზოგადოებაში ავტორიტარიზმთან ასოცირებულ პარტიას ვერ ვუწოდებთ ღირსეულ კონკურენტს. ისევე როგორც, რთულია ლიდერისგან გამდგარი და საკუთარი წარსულისთან დამალობანას მოთამაშე გაერთიანება მივიჩნიოთ სიახლედ პოლიტიკურ სპექტრში. ქართულ პოლიტიკაში ან არიან ძველი სახეები ახალი სახელებით, ან პირიქით ძველი სახელები ახალი სახეებით.

მაგრამ სად არის ნამდვილად ახალი ძალა ? პარტია დაკონპლექტებული მანამდე უცნობიენერგიული სახეებით, ჯერ გაუჟღერებელი იდეებით, მატერიალური მხარდაჭერით, რომელიც მიიქცევს ფართო საზოგადოებრივ ყურადღებას, მოიპოვებს თავისუფალ ხმებს და საფრთხეს შეუქმნის ქართული ოცნების შეუზღუდავ ძალაუფლებას.

არ ჩანს იმიტომ, რომ არ არსებობს მისი ორგანიზების პირობები ქართულ „გადაჯაჭვულ დემოკრატიაში“, სადაც პოლიტიკურ ელიტებს შორის არსებობს თანხმობა თამაშის წესებზე. აქტორები შეგუებულნი არიან საკუთარ როლებს, განსაზღვრულ პოლიტიკური პროცესებს, ეკონომიკურ მხარდაჭერას, კონკრეტული მედია აქცენტებსდა ერთგული ელექტორატის ხარჯზექმნიანჩაკეტილ-გადაჯაჭვულ პოლიტიკურ სისტემას.

როლებზე შეთანხმებაში არვგულისხმობ, რომ თითქოს პარტიები ჯდებიან, როგორც სპექტაკლის კასტინგზე მსახიობები დაინაწილებენ სცენარს. არა, უბრალოდ თითოეულ გაერთიანებას გააჩნიასაზოგადოებრივი იმიჯი, რომლის შესაბამისადაც მოქმედებენ. ზოგი კმაყოფილი მინიჭებული პოლიტიკური როლით, გულდასმით ასრულებს მას. მაგალითად: ქართული ოცნება ამაყობს თავისი, როგორც მმართველი პარტიისსახელით დაძალ-ღონეს არ იშურებს მის შესანარჩუნებლად. ნაციონალური მოძრაობა-ანტაგონისტი შეიძლება არც თუ ისე კარგი სათამაშოა, მაგრამ ის ასე არკარგავს აქტუალურობას და ინარჩუნებს მუდმივ ელექტორატს. ზოგი გამოუვალ სიტუაციაში ჩავარდნილი, იძულებულია მოირგოს სხვებისთვის მიუღებელი როლი. მაგალითად- სასოწარკვეთილი რესპუბლიკური პარტია საზოგადოებრივ ყურადღებას მისი გაღიზიანების ხარჯზე ცდილობს. ხოლო პატრიოტთა ალიანსი პოლიტიკური მხარდაჭერის საძებნელად რუსეთში წავიდა, რითიც „რუსეთუმე“ იარლიყი სამუდამოდ მიიკრა. სხვა არაერთ პოლიტიკურ პარტიასაც მოუწიათ ბევრისთვის(შეიძლება საკუთარი თავისთვისაც) მიუღებელი პოზიციის დაკავება, მაგრამ გარემოდან გამომდინარე ეს მათთვის გადარჩენის უკანასკნელი საშუალება იყო. გადანაწილებული როლები ქმნის მრავალფეროვნების ილუზიას, თუმცა ეს ვერ მალავს პოლიტიკური სპექტაკლის უხარისხობას.

სწორედ ეს უხარისხო სპექტაკლი არის ჩაკეტილ სისტემაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. პარტიები თავიანთი როლების შესაბამისად ირჩევენ სამოქმედო სივრცეს,სამიზნე საზოგადოებას, წამოჭრიან პრობლემებს, ისაუბრებენ მათზე მედიაში. თუ აქტორები მოქმედებენ მხოლოდ მათთვის საინტერესო სივრცეში, გამოდის რომ პოლიტიკური პროცესები საქართველოში სულაც არაა საზოგადოებრივი ინტერესების გამოძახილი. არამედ პირიქით, ამ ორ წესით დაკავშირებულ სფეროს შორის არსებობს წყვეტა, რაც იწვევს გაუცხოვებას.

გადაჯაჭვულიამედიაც, რომელიც თანამედროვე დემოკრატიის სტანდარტებით, მეოთხე ხელისუფლების სახელით, უნდა აჟღერებდეს საზოგადოებითვის მნიშვნელოვან თემებს და ამით აყენებდეს პოლიტიკურ დღის წესრიგში. თუმცა,განიხილება მხოლოდ ის თემები, რომელიც პოლიტიკურ დღის წესრიგში უკვე დგას. ფაქტიურად მედია მხოლოდ გამხმოვანებელია და არა ინიციატორი. მაგალითად, როცა საზოგადოებაში ფართოდ განიხილებოდა ქართველი რეპერების უკანონო დაჭერა, მალევე საინფორმაციო საშუალებებში საუბარი დაიწყეს აბსურდულ, კონსტიტუციური მონარქიის საკითხზე. ეს თემა ყურადღების გადატანის მიზნით წამოჭრა პარლამენტის თავჯდომარემ. ძლიერი ნების მქონე მედიას, წესითუნდა გააჩნდეს პოპულიზმის იგნორირების უნარიდა აქცენტს რეალურ მოვლენებზე აკეთებდეს. თუმცა, საინფორმაციო საშუალებების დამოუკიდებლობა ცალკე დიდი საკითხია(გამომდინარე იქედან, რომ უმეტეს პოლიტიკურ მოთამაშეს თავისი მედია-რუპორი ჰყავს), რომელიც პირდაპირ გადაჯაჭვულია ჩაკეტილ სისტემასთან.

ამ ყველაფერთან ერთად გადაბმულია ეკონომიკური ინტერესებიც. ბიზნენისს და პოლიტიკურელიტისას შორის ყოველთვის არსებობდა თანამშრომლობა. ის ვინც ფლობს მატერიალურ რესურსებს მჭირდროდ უკავშირდება ძალაუფლების მქონე ჯგუფს, რათა უზრუნველყოს საკუთარი ინტერესების უსაფრთხოება და მიიღოს მხარდაჭერა. 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, კავშირები შეიძლება გაწყდა, მაგრამ სქემა არ შეცვლილა. იმ პირობებში, როცა მატერიალური რესურსები მთავარი თუ არა, ერთერთი გადამწყვეტი ფაქტორია პოლიტიკაში წარმატების მისაღწევად, ფული მიმართულია სტატუს კვოს შესანარჩუნებლად, და არა ახალი ძლიერი მოთამაშის წარსადგენად.

ჩამოთვლილ ასპექტთა შორის გადაჯაჭვულობა მხოლოდ ნაწილია იმ ფაქტორებისა, რომლებიც სისტემურ ჩაკეტილობას იწვევენ. რეალურად ამას ემატება რადიკალიზმის და მარგინალიზაციის შედეგ-მიზეზობრივობა, „პოპულიზმის ცვალებადობა“, გაუმართავი განათლების სისტემა, „რელიგიური მატერიალიზმი“, საერთაშორისო ფაქტორები და ბევრი სხვა ერთი შეხედვით განსხვავებული სივრცეები, რომლებიც ქმნიან ამ გადაჯაჭვულ, ორუელისეულ ანტი-უტოპიას . თუმცა ფაქტი ერთია- ჩაკეტილი პოლიტიკური ელიტა, ყველა გზებით გზავნის ამ ინფორმაციულ ნაგავს სოციალურ ვენებში და შემდეგ,ამ უძრავობის განგრძობითობას მოჩვენებით პლურალიზმში ისევსაზოგადოების უვიცობას, გაუნათლებლობას და დაბალ პოლიტიკურ კულტურას აბრალებს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG