Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გავლენას ახდენს ქართული საზოგადოება პოლიტიკურ პარტიებზე


ავტორი: ირაკლი ჯანაშია

დღესდღეობით საკმაოდ დამაფიქრებელი სიტუაციაა შექმნილი პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით როგორც ჩვენი, ასევე სხვა სახელმწიფოების მიხედვით. ჩვენ როგორც ე.წ ახლაგაზრდა დემოკრატიული ქვეყნა, ვალდებული ვართ თანდათან დავხვეწოთ ჩვენი პოლიტიკური სისტემა და მოვარგოთ ევროსტანდარტებს. თუმცაღა ამისთვის უამრავი ურთულესი ნაბიჯის გადადგმა გვიწევს, რაც მაღალ ფინანსურ ხარჯებს უკავშირდება.

ყველასთთვის ცხადია თუ რაოდენ მაღალია ევროპულ სახელმწიფოებში, ხალხის ჩართულობა, პოლიტიკურ საქმიანობებში. ამ ყველაფერზე მეტყველებს იქ არსებული სამოქალაქო საზოგადოების არსებობაც. შესაბამისად პოლიტიკურ პარტიათა მთავარი მისიაც ხალხის ინტერესების გატარებაა, მაგრამ ისეთი სახელმწიფო, როგორიც საქართველოა, ხშირ შემთხვევაში ეს მხოლოდ ფორმალობად რჩება.

სანამ პოლიტიკური პარტიის ხასიათს შევისწავლიდეთ, აუცილებელია მის ისტორიულ გამოცდილებაზეცგავამახვილოთ ყურადღება, ძირითად რა პოლიტიკური ღირებულების მატარებელი პიროვნებებით კომპლექტებოდა და რამდენად ცდილობდნენ თუნდაც ისინი ხალხის ინტერესების გატარებას, ან თუნდაც აძლევდნენ თუ არა ხალხს პოლიტიკოსები იმის საშუალებას, რათა მონაწილეობა მიეღოთ პოლიტიკურ ან თუნდაც შიდაპარტიულ საქმიანობებში. მსგავსს თემაზე საუბრისას აუცილებელია მოკლედ გავამახვილოთ ყურადღება პარტიულ წევრობაზეც:არსებობს სრულუფლებიანი და ასოცირებული წევრები. სრულუფლებიანია წევრი რომელსაც შიდაპარტიულ არჩევნებში შეუძლია გარკვეული თანამდებობის დაკავება, რაც შეეხება ასოცირებულ წევრებს, ისნი მხოლოდ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებით შემოიფარგლებიან. ყოევლ პარტიას წევრების განსაზღვრული რაოდენობა ჰყავს, და რაც მაღალაი მათი რიცხვი შესაბამისად უფრო მეტია იმის ალბათობა რომ ეგრეთ წოდებულმა არაელიტამაც მოახდინოს პარტიაზე გავლენა და ჩამოაყალიბოს მისი ხასიათი. მეორე უმთავრესი ფაქტორი რაც გახლავთ სამოქალაქო საზოგადოების არსებობაა, სწორედ მათზეა დამოკიდებული თუ რა პოლიტიკის გამტარებელი იქნება პოლიტიკური პარტია. აი თუნდაც 2017 წლის, 21 ოქტომბრის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გავიხსენოთ თბილისის მასშტაბით, როცა დღის წესრიგში დააყენეს ქალაქის განტვირთვის საკითხი პარტიებმა, ასევე საპარკინგო პრობლემები, ანუ ხალხი რაზეც ახდენდა რეაგირებას და რასაც მოითხოვდა აქტუალურად, იქნებოდა ეს აქციათა და თუ დემონსტრაციების მეშვეობით, ზუსტად იმას გაუსვეს ხაზი ქართულმა პარტიებმაც.

წინა ხელისუფლების პერიოდში, ამ მხივ მაინცდამაინც სახარბიელო მდგომარეობა არ გვქონდა, ხალხის ჩართლობაც შედარებით ნაკლები იყო პოლიტიკურ საქმიანობებში, დომინანტური პარტია, ნაციონალური მოძრაობაც უფრო ცენტრალიზაციისკენ იყო ორიენტირებული და მათი საქმიანობაც ელიტის გადაწყვეტილებაზეგახლდათ დამოკიდებული.

უნდა ვაღიაროთ, რომ დღესდღეობით შედარებით დაიხვეწა სიტუაცია, ევროსტანდარტებთან შეთავსების გამო, პარტიებიც იძულებულნი გახდნენ, რათა მეტად გაეთვალისწინებათ ხალხის ინტერესები, მათვის მიეცათ ფართო ასპარეზი პოლიტკურ საქმიანობებში. მაგრამ არც დღეს გახლავთ სახარბიელო მდგომარეობა ამ მხრივ. პარტიები მუდამ ცდილობდნენ და დღემდე ცდილობენ რათა უპირიტესობა პირად ინტერესებს მიანიჭონ, მაგრამ მსგვავს რიტორიკას ყველასთვის ცხადია რომ ვერ შევნიშნავთ წინასაარჩევნო კამპანიების დროს, როცა ისინი ხალხს აჯერებენ, რათა მოაგვარებენ ეკონომიკური სიდუხჭირის პრობელმას, ურბანულ პრობლემებს, ინფრასტრუქტურლ საკითხებს და სხვა, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში ყოველი ეს საკითხი უკანა ფლანგზე იწევს და ეძლევა მივიწყებას.

საბოლოო ჯამში უნდა ავღნიშნოთ, რომ ამ მხრივ აუცილებელია რათა ჩვენმა ქვეყანამ ადეკვატური ნაბიჯები გადადგას, მისცეს საზოგადოებას იმის საშუალება რათა გაუწიოს საკუთარ თავს რეალიზაცია პოლიტკურ ასპარეზზე. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ ხალხის გადამზადებას და შესაბამისად საზოგადოებაც, მიღებული გამოცდილების საფუძველზე ახდენს გარკვეულგავლენას პარტიებზე. მაგრამ, ეს უკანასკნელიც ხარისხის მიუხედავად მაინც ერთ-ერთ წინგადადგმულ ნაბიჯად გვევლინება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG