Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქვეყანა, სადაც კლასიკურ მუსიკას არავინ უსმენს, მაგრამ ყველას უყვარს


ავტორი: ლიკა ენუქიძე

ერთადერთი მევიოლინე საქართველოდან, რომელმაც ზალცბურგის მოცარტეუმში ჩააბარა, მაგრამ ფინანსების არქონის გამო სწავლის გაგრძელებას ვერ ახერხებს.ის ია დავითაშვილია. მის წარმატებაზე ბევრი ლაპარაკობს, მაგრამ პრობლემით საქართველოში არავინ ინტერესდება. იამაყო და არ იყო სოლიდარული ეს ქართულია(?)

ყველაფერი კი იასსურვილით დაიწყო საკუთარი შესაძლებლობები საქართველოს გარეთ ეჩვენებინა.უნივერსტეტში, რომელიც მოცარტის სახელის უკვდავსაყოფად, კომპოზიტორის მეუღლემ დააარსა, მხოლოდ ნიჭის წყალობით ხვდებიან. იასაც ნიჭმაც და იღბალმაც, ორივემ ხელი შეუწყო და მოცარტეუმში ჩაირიცხა.

სასწავლებელში ჩასაბარებლად ავსტრიაში გამგზავრება იყო საჭირო. მასკი გამოცდაზე ჩასასვლელი თანხა არ ჰქონდა. მაშინ მეგობრები დაეხმარნენ. რეპეტიციაზე მისულს სურპრიზი მოუწყვეს, მეგობარმა მუსიკოსებმა გასამგზავრებლად საჭირო თანხა დაახვედრეს.

ასე გაფრინდა, ჩააბარა და უკან საქართველოში დაბრუნდა.... დაბრუნდა გახარებული, მაგრამ ახალი თავსატეხით. იცოდა, რომ სწავლის დასაფინანსებლად რკინის ქალამნების ჩაცმა მოუწევდა. ჩაიცვა და 5 თვე უწყებიდან- უწყებაში იარა, მაგრამ მიზან ვერ მიაღწია... მისი წარმატების გაგონების თანავე მოხელეები თავმომწონე თავს აქნევდნენ, კლასიკური მუსიკის გაგონებაზე კი მხრებს უხერხულად იშმუშნიდნენ.

თავდაპირველად კულტურის სამინისტროს მიმართა.მაგრამკულტურის მინისტრის სახელზე გაგზავნილი წერილის პასუხი, ერთ კვირაში წერილობითი უარით დაუბრუნეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან კი ზეპირი უარით გამოისტუმრეს. პრემიერის ფონდში (საერთაშორისო განათლების ცენტრი) კი აუხსნეს, რომ ქვეყნის პრიორიტეტი წელს კულტურა არაა, და რომ სახელოვნებო ფაკულტეტზე სწავლის დაფინანსებას ისინი ვერ შეძლებდნენ.

იას წარმატებასაქართველოში არაპრიორიტეტული აღმოჩნდა..... არადა იკითხეთ ერთი,როგორ უყვართ კლასუკური მუსიკა .....

ქართველები ამაყი ხალხი ვართ, „სახლში“ ნიჭიერს არ ვაფასებთ, ხოლო როდესაც ჩვენი თანამემამულეების წარმატებაზე საქართველოს ფარგლებს გარეთ საუბრობენ, მერე ვიწვევთ, ვამღერებთ, ვაცეკვებთ, ვახატინებთ, ვიღებთ სიუჟეტებს, ვბეჭდავთ ინტერვიუებს გაზეთებში.....

ქართველებისგან სათანადო ყურადღება დაუმსახურებულმა იამ , დამსახურებული, ცნობილი შვეიცარიელი მევიოლინისა და დირიჟორის რუდოლფ ბარშაის მეუღლის ყურადება დიმსახურა. ელენა ბარშაის არც მხრები აუჩეჩი და არც თავმომწონედ დაუკრავს თავი, იას ისტორიის მოსმენის შემდეგ მან თანხა გამოყო და ქართველ მევიოლინეს ანგარიშზე გზისა და ნახევარი სემესტრის თანხა ჩაურიცხა.

ია კიგუშინ ავსტრიაში გაფრინდა.... განუყრელ ვიოლინოსთან ერთად, რომლის ფუტლიარზეც თბილისის პატარა ფოტო აქვს დაკრული. ვინ იცის, ია ალბათ საქართველოში დაბრუნდება... მოიწვევენ ხოლმექვეყანაში, სადაც კლასიკურ მუსიკას არავინ უსმენს, მაგრამ ყველას უყვარს და მერე იამაყებენ, და გულის სიღრმეშიალბათ შერცხვებათ, რომ მისი ხელის შეწყობისთვის თითი თითზე არ დააკარეს......

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG