Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შემოწირულობა პოლიტიკაში


ავტორი: მარიამ აგულაშვილი

ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკური პაერტიების შორის თანაბარ კონკურენტული გარემო. წინასაარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკური პარტიები არ ზოგავენ საკუთარ მატერიალურ თუ მორალურ რესურსებს არჩევნებში გამარჯვებისათვის.

კამპანიის ჩასატარებლად კი ყველაზე აუცილებელი რესურსი რა თქმა უნდა არის ფული და ფინანსები.პარტიაში შემოწირულობა შესაძლოა გაიღოს როგორც პარტიის წევრმა (რაც სავალდებულოა)ასევე იურიდიულმა ან ფიზიკურმა პირმა. შემოწირულობის თემა პოლიტიკაში ყველაზე მეტად არის დაკავშირებული კორუფციულ სისტემასთან. უამრავი ქვეყანა კანონმდებლობით ებრძვის პარტიების არაკანონიერ დაფინანსებას. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვენლოვანი საკანონმდებლო რეფორმები გაატარა. თუმცა რადგანაც საქართველო განვითარებადი და ღარიბი ქვეყანაა ყოველი არჩევნების წინ ჩნდება კითხვები შესაძლო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით.

2017 წლის მერობის და თვითმმართველობის არჩევნებზე პოლიტიკურ პარტიებში შემოწირულობების საერთო რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა, ტარდიციულად ყველაზე მეტი მმართველ პარტიას- „ქართულ ოცნებას“ ერგო(93%). რამაც მნიშვნელოვანი ეჭვები გააჩინაშემოწირულობის არაკანონიერ გზით მიღებათან დაკავშირებით. თუმცა რა საკვირველია პარტიების დაფინანსების ხერხემლას მაინც ბიზნესი წარმოადგენს. საქართველოში ბიზნესისითვის არა აქვს დიდი მნიშვნელობა რომელი პარტია როგორი იდეოლოგიის ან პოლიტკური მრწამსის მატარებელია, ამიტომ როგორც წესირისკზე არ მიდიან და წინასაარჩევნოდ ყოველთვის მმართველ პარტიას აფინანსებენ. საბოლოოდ კი მმართველი პარტიის და ოპოზიციური პარტიების შემოწირულობა წინასაარჩევნოდ კოლოსალურად განსხვავდება.ბიზნესისთვის სტაბილური მთვარობა და სტაბილური პოლიტიკურ -ეკონომიკური გარემო უმნიშვნელოვანესია. არა მხოლოდ საქართველოში ასევე მსოფლიოს სხვა დემოკრატიულ ქვეყნებშიც.ბიზნესის მიერ პოლიტიკური პაერტიების დაფინასება განპირობებულია პირველ რიგში ბიზნესინტერესების გამო, პარტია მთავრობაში მოსვლის შემთხვევაში გარკევულ კომპრომისებზე მიდის ბიზნესთან ან ლობირებას უწევს მას, ხოლო მეორე მნიშვნელოვანი გარემოება ბიზნესმენის პოლიტიკური მიზნები შეიძლება იყოს. პოლიტკაში ხშირია მსგავსი შემთხვევები. დაფინასების სანაცვლოდ წარმატებული ბიზნესმენობიდან პირდაპირ წარმატებულ პოლიტიკოსად გადაქცევა. თუმცა ნაკლებად დემოკრატულ სახელმწიფოებში ბიზნესმენი შესაძლოა საკუთარი სურვილით სულაც არ აფინანსებდეს კონკრეტულ პარტიას, არამედ დაფინანსება ხდებოდეს ზეწოლისა და წნეხის შედეგად.

თუმცა ჩემთვის უფრო საინტერესოა ჩვეულებრივი მოქალაქეების დამოკიდებულება და პოზიცია პარტიაში საკუთარი, თუნდაც მცირედი, თანხის შეატანა /არშეტანასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა რომ, საქართველოში მოსახლეობის უმეტესობა დაინტერესბულია პილიტიკით, აქტურად ადევნებს თვალს პოლიტიკურ მოვლენებს და პოლიტიკური პარტიების თამაშს, თავს იკავებს იმ პარტიის დაფინანსებისგან რომელსაც მხარს უჭერს. ეს შესაძლოა რამდენიმე ფაქტორით იყოს განპირობებული. ერთ-ერთი ალბათ საზოგადოების ეკონომიკური სიდუხჭირეა,ასევე მსგავსი ტრადიციის არქონა, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი მაინც პოლიტკური ელიტების და საზოგადიების გაუცხოება მგონია. ერთიანობის განცდის დაკარგვა, შეგნება იმისა რომ მთავრობა და ხალხი ერთიანი ძალებით აშენებს საერთო სახელმწიფოსთითქმის გამქრალია. მოქალაქე რომელიც საკუთარი შრომით გამომუშავებულ მცირედ ხელფასზე ცხოვრობს ,ნაკლებად სავარაუდოა რომ იგი თავისი შემოსავლიდან თუნდაც რამდენიმე ლარს რომელიმე პარტიას გადაურიცხავს, რადგან საქართველოში მოსახლეობის უმეტესობა უკვე წლებია არჩვენბზე არჩევანს ცუდსა და უარესს შორის აკეთბეს.

საბოლოოდ კი ამ ყველაფერს ემატება ზოგადად პოლიტიკის და პოლიტიკოსების ნეგატიური კონტექსტი, მედია მუდმივ აქცენტს აკეთებს მთვარობის წევრებისმიერ აღებული პრემია/დანამტების საკითხზე და ხიდჩატეხილობის თემა კიდევ უფრო მეტად ღრმავდება. ამიტომ აღარ უნდა იყოს გასაკვირი წინასაარჩევნოდ რატომ არ აქტიურობს მოსახლოება და არ შესწირავს ფულს პოლიტიკურ პარტიებს და რატომ უწევთ თავად პარტიებს თითო ხმის ყიდვა სტანდარტულად 20 ლარად.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG