Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიძულვილი და ზიზღი ქართულ პოლიტიკაში


ავტორი: მარიამ სიბაშვილი

პოლიტკორექტულობა- ეს ტერმინი ყველაზე ნაკლებად ახასიათებს ქართული პოლიტიკური პარტიების მოღვაწეობას.
როგორც სხვა ყველა ასპექტში, ქართული პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთან ურთიერთობაშიც რადიკალურები და ხისტები არიან და ცდილობენ საზოგადოებაში სხვა პოლიტიკური პარტიების იმიჯი შელახონ.
ჩნდება ლოგიკური კითხვა-რატომ იყენებენ პარტიები სიძულვილის ენას?
ადამიანთა ნებისმიერი გაერთიანება, რომელიც პარტიად იწოდება ცდილობს, რომ ამომრჩეველთა სიმპათია დაიმსახუროს და რაც შეიძლება მეტი ხმა მოიპოვოს. ზიზღის პოლიტიკა - ეს საზოგადოების დაკვეთაა და პარტიები "ვალდებულნი" არიან რომ ეს შეასრულონ თუ მხოლოდ "პოლიტიკოსებისთვის დამხასასიათებელი ნიშანია"?
გადავხდედოთ ქართულ სინამდვილეს დადავინახავთ, რომ სიძულვილის ენა და ზიზღის დათესვის ტექნიკა საუკეთესოდ მუშობს ქართულ საზოგადოებაში.
ქართული პოლიტიკური სპექტრი მეტად დინამიკური და ცვალებადია. დროის მცირე მონაკვეთში იცვლება საარჩევნო პროგრამები და პლათფორმები, თუმცა სიძულვილის პოლიტიკა არ კარგავს თავის აქტუალობას და საკმაოდ ძლიერ გავლენას ახდენს ქართველ ამომრჩეველზე.მოკლედ,ქართველი ამომრჩეველი ერთსა და იმავე მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს და ვინ იცის უკვე მერამდენედ სიძულვილის პოლიტიკას უჭერს მხარს.
თითქოს ხალხს გვჭირდება კიდეც ეს ზიზღი და სიძულვილი რათა უმოქმედო და უნიათო მთავრობები ახალი ძალებით ჩავანაცვლოთ. სიძულვილი ესაა ქართული საზოგადოების მობილიზაციის საუკეთესო გზა.
გავიხსენოთ, როგორ იცვლებოდა სახელისუფლებო ძალები საქართველოში-„მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“ სამოქალაქო ომის და უდიდესი დაპირისპირების შემდგომ ჩაანაცვლა ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკურმა გუნდმა და შემდგომ უკვე პარტიად ჩმოყალიბებულმა „მოქალაქეთა კავშირმა“.
ეს უკანასკნელი რევოლლუციის გზით ჩაანაცვლა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ დროს ხალხში იზრდებოდა უკმაყოფილება მმართველი პარტიის საქმიანობასთან დაკავშირებით და იმ დონეზე მოხდა „მოქალაქეთა კავშირის“ დემონიზირება ,რომ 1993 -2003 წლების მმართველობის შემდგომ პარტიამ არსებობა შეწყვიტა.
ერთი შხედვით ამ მოჯადოებული წრიდან გადახვევად შეიძლება ჩითვალოს 2012 წლის ოქტომბრის არჩევნები, რადგანაც ხელისუფლება მშვიდობიანი გზით გადაიბარა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“.თუმცა თუ დავუკვირდებით, ვნახავთ, რომ ზიზღისა და სიძულვილის ფაქტორმა უდიდესი როლი შესარულა ხელისუფლების ცვლილებაში. ხალხში „ნაციონალური მოძრაობა“ ასოცირდებოდა რეპრესიულ მმართველობასა და ადამიანის უფლებების დამრღვევ ძალასთან. ერთ დროს გაღმერთებული და პედესტალზე მყოფი პოლიტიკური ძალა ქართულმა საზოგადოებამ ძირს ჩამოაგდო.აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, სწორედ სიძულვილის პოლიტიკაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ გაგვაჩნია ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების დროში განგრძობითობის ტრადიცია და რატომაა იძულებული მმართველი პარტია ჩამოშორდეს პოლიტიკურ ასპარეზს არჩევნებში მარცხის შემდგომ. ეს მაშინ როცა განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში ხდება პარტიათა მონაცვლეობა და ერთ დღს მმართველი პარტია შიძლება ოპოზიციაში გადავიდეს ან კოალიციაში შევიდეს ახალ პარტიასთან. ეს ტრადიცია აძლიერებს ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრს და პარტიულ სისტემას. თუმცა ჩვენს ქვეყანაში უბრალო ბიუორაკრატი, რომელიც ერთი პარტიის მმართველობისას მუშობდა სახელისუფლებო ცვლილებების შემდგომ შესაძლოა სამსახურიდან გაათავისუფლონ პარტიული ხედვებიდან გამომდინარე. თუ ერთხელ უკვე იყავით მმართველი პოლიტიკური გუნდი იმედი არ გქონდეთ,რომ პოლიტიკურ მოღვაწეობას ნაყოფიერად განაგრძობთ მომავალშიც, როდესაც შეგცვლიან ახალი პარტიები.საზოგადოება პოლიტიკურ პარტიას ყოველთვის მის ლიდერებთან აიგივებს და აქედან გამომდინარე მათ შეცდომებთანაც.
ამ ტრადიციიდან გადახვევა იყო ნაციონალური მოძრაობის მმართველი პარტიიდან ოპოზიციურ პარტიაში გადასვლა. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე ამ პარტიამაც განიცადა დემონიზირება და ხელისუფლებას ჩამოშორდა თუ არა ხალხის მხრიდან უდიდესი აგრესიის ადრესატი გახდა. შეიცვალა თუ არა ხელისუფლება 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შმდგომ ხალხი დაგროვებული აგრესიის გამოხატვას შეუდგა და ნაც.მოძრაობის წევრების სიტყვიერ შურაცხყოფას აღარ დასჯერდა, დაიწყო თავდასხმები და ფიზიკური შეურაცხყოფა პარტიის წევრებზე. ხელისუფლება კი ამ ინციდენტის აღკვეთას არ ჩქარობდა,რადგან სწორედ „სიძულვილის ენამ“ მოიყვანა კოალიცია ქართული ოცნება ხელისუფლების სათავეში.
ხელისუფლების სათავეში მყოფი პარტია ან კოალიცია ასოცირდება „ბოროტების მანქანასთან“ და ყველა უბედურებას ხალხი ამ მმართველ ძალას აბრალებს.
ამ პროცესებში ლომის წილი მიუძღვის მედიას. მაღალრეიტინგული გადაცემის ჩასაწერად ჟურნალისტები მზად არიან ეთერი დაუთმონ ყველაზე უფრო აგრესიულ პოლიტიკოსებს. ერთ დროს პოლიტიკა განათლებულთა და წარჩინებულთა საქმიანობად ითვლებოდა ახლა კი ქუჩის სპექტაკლად გადაიქცა და პოლიტიკოსები ერთმანეთს უშვერი სიტყვებით ლანძღავენ ათასგვარ შოუებსა თუ გადაცემებში.რა თქმა უნდა,არსებობს გამონაკლისები,თუმცასატელევიზიო მედია პოლიტიკურ შოუს დგამს, რასაც რეიტინგი და ყურებადობა სჭირდება. როგორც წესი, მაყუებელი სენსაციურ ამბებს ჰყავს, რაც მეტწლიად ზიზღისა და სიძულვილის ენით მიიღწევა. არაერთი შემთხვევა გვახსოვს,როდესაც პირდაპირ ეთერში ორი განსხვავებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი ერთმანეთთან არამხოლოდ სიტყვიერ არამედ ფიზიკურ დაპირისპირებაშიც ჩაბმულა. მედიამ მოახერხა და სიძულვილის პოლიტიკა მომგებიან ბიზნესად აქცია -„მიეცით ხალხს პური და სანახაობა“ეს პრინციპი ქართულ საზოგადოებაშიც მშვენივრად ასრულებს თავის საქმეს.
იგივე შეიძლება ითქვას სოციალურ ქსელზეც - ე.წ ტყუილი ამბების გავრცელება და ურთიერთბრალდებები ვირტუალური ზიზღის პოლიტიკის ტრადიციას ამკვიდრებს. ამ ჟანრში გადის ზოგიერთი ყვითელი პრესა, რომელსაც აშარად პოლიტიკური კონტენტი აქვს.
მუშტი-კრივი და სიტყვიერი დაპირისპირება არაა უცხო არც ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში, სადაც ხალხის მიერ არჩეულ ლეგიტიმურ წარმომადგენლებს თავიანთი „ლეგიტიმური“ უფლება გამოუყენებიათ და კარგად გაულახავთ ერთმანეთი-ეს არაერთხელ გამხდარა საერთაშორისო საზოგადოების ყურადეღბის მიზეზი.
სიძულვილის პოლიტიკა ქართველი საზოგადოების დაკვეთაა და პოლიტიკოსებიც ცდილობენ ამ დაკვეთას უპასუხონ,თანაც გაცილებით მარტივია გრძნობებს აყოლილი ბრბოს მართვა და მათი დახმარებით მმართველთა დამხობა, ვიდრე არგუმენტირებული მსჯელობით ამომრჩევლის დარწმუნება, თუ რა შეცდომებს უშვებს მმართველი ძალა.
განათლებულ ამომრჩეველს მუდამ ახსოვს, რომ სიძულვილის ენით როდესაც ესაუბრებიან, ცდილობენ რაციონალური აზროვნება გადაფარონ გრძნობების ძალითა და ვნებათაღელვით.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG