Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდუმარე საქართველო


ავტორი: მონიკა ქანთარია

-დიახ, მე ის გოგო ვარ,რომელსაც არ იცნობთ.

-მე გიცნობ,შენ მონიკა ქანთარია ხარ ,აფხაზეთიდან.

-და?...

მოდი მე დავიწყებ და დავამთავრებ, კითხვები მერე იყოს.

მართალი ხარ მე მონიკა ვარ, და პირველ ლექციაზე ისიც ვთქვი რომ აფხაზეთიდან ვარ. არ უარყოთ რომ იმ წამს სკეპტიციზმის თვალით შემომხედეთ, არა იმიტომ რომ მე შეიძლებოდა თქვენგან განსხვავებული ვყოფილიყავი, არამედ იმიტომ რომ თქვენთვის უცხოა „აფხაზეთი’’.

ასეთი ხმამაღალი გამოსვლით რატომ გამოვდივარ? ასე გიპასუხებთ, თქვენ არ იცით აფხაზეთზე არაფერი, იმას თუ არ ჩავთვლით რომ აფხაზეთი საქართველოს დასავლეთ მხარეა, რომელიც ამჟამად რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება.

დუმილი...

თქვენი ნებართვით გავაგრძელებ...

მე იმ პერიოდში და იმ ადგილას გავიზარდე , მშობლიურ ენაზე ლაპარაკს რომ მიკრძალავდნენ. აფხაზი საქართველოს შავ ისტორიას მიყვებოდა ,მაგრამ მიყვებოდა...თითოეულმა აფხაზმა იცოდა ქართული ენა, საქართველოს ყველაზე ღირსშესანიშნავი ადგილი, საქართველოს იტორია, ქართველი მწერლები და ხელოვანები. აფხაზეთიდან საქართველოში გადაადგილდებოდა და ეხლაც გადაადგილდებაარა მარტო საზღვართან მცხოვრები ხალხი, არამედ სოხუმის, ოჩამჩირის და სხვა რაიონების მოსახლეობა.

ამბობენ რომ არ ვუყვარვართ, მოურიდებლად გვლანძღავენ,მ აგრამ არ გვივიწყებენ... ძალიან ხშირად გვიხსენებენ, თუნდაც ცუდი სიტყვებით, ზიზღით და ნეგატიური ფონით.

აფხაზები არ გვივიწყებენ!...

რა ხდება ამ დროს თბილისში?,,გამარჯობა ,აფხაზეთო ჩემოს’’ უმღერით იმ კუთხეს რომლითაც, სულ მცირე ,არ ცდილობდთ რომ დაინტერესდეთ. ძალიან დამრთგუნველია რომ ახალ თაობას არ აქვს სურვილი ჩავიდეს აფხაზეთში და შეიგრძნოს იქაურობა ,გაისეირნოს სანაპიროზე, რომელიც მას ეკრანიდანაც არ უნახავს (უბრალოდ ამის სურვილი არ გასჩენია).

ლექტორმა აუდიტორიას მიმართა და შემდეგი წარმოსთქვა ,,ბავშვებო, მე მას სემესტრში დაბალ ქულას ვუწერ’’.

იმის შემდეგ არავისთვის არც ამიხსნია, რატომ ვთქვი ,რომ მე აფხაზეთის მოქალაქე ვარ, რომელიც თბილისში იღებს განათლებას (უბრალოდ ამის საშუალებაც არ მომცეს).

ორმაგად სამწუხაროა რომ არც ერთ ჟურნალისტის ინტერესმა არ აჯობა სოხუმში ჩასვლის შიშს.

-მმმ...რა საჭიროა თქვენ ხომ გაქვთ საარქივო კადრები,რომლებითაც როგორც გინდათ ისე მანიპულირებთ ხომლე.

კიდევ ბევრს დავწერდი ხვალ ადრე რომ არ ვიყო ასადგომი.

მე ხვალ სოხუმში მივდივარ, წამომყვები?

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG