Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“


ავტორი: ნინო ბირკაძე

ამ ერთხელ გადაწყვიტეს შეშლილობისთვის თავი დაეღწიათ...

შეშლილებს კი გავდნენ, მაგრამ ბევრს უნდოდა ჩვეულებრივ ადამიანებად მიეღო, ეურთიერთობა და ხსომებოდა ისინი. სწორედ ხსომებოდა, რადგან საბოლოოდ მაინც მათ შეშლილობაში დარწმუნებულები და იმედგაცრუებულები თავს გააქნევ-გამოაქნევდნენ და იკარგებოდნენ ისევე იმ გზით საიდანაც მოდიოდნენ მათ ცხოვრებაში... თუმცა კი შეშლილები ეთქმოდათ მაიც არავის არ გავდნენ...ჰქონდათ საოცარი უნარი ჩვეულებრივ მოკვდავთ მგვანებოდნენ. ჰქონდათ ისეთი ღრმა და მარადისობადატეული თვალები, როგორიც მხოლოდ შეშლილებს აქვთ...

ოთხნი იყვნენ. ერთმა შენობამ გააერთიანა ისინი, სადაც თავის ფეხით მივიდნენ და სადაც ხმამაღლა აღიარეს, რომ შეშლილები იყვნენ, თორემ სხვაგვარად აბა აქ რა უნდოდათ. მარტოობა მოყვათ მათ აქ, ამ, შენობაში, სადაც ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ არაფერი კარგად არ იყო...ფეხარეული დაიარებოდა თითოეული აქ მყოფი...ამ ოთხმა აღმოაჩინა რომ ერთი გამოზომილი ნაბიჯი ჰქონდა, დააკვირდნენ, გაზომეს, თვალებში ჩახედეს ერთმანეთს, იგრძნეს რაღაც მსგავსი და იწყეს ფეხაწყობით სიარული...ოთხივე ერთმანეთს ჰგავდა, მაგრამ ოთხივე განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ერთი, ნიკე- ქამელეონივით იყო, ხან საოცრად გულღია და გულმართალი, ხანაც გულჩახვეული და გულზვიადი...ამოუცნობი იყო მისი ბუმბერაზი სამყარო. მისი ყველაზე დიდი სიმდიდრე ბავშვური იდილია და თვალებს შორის მიჯრით მიწყობილი სხივები იყო, რომლითაც ათბობდა ირგვლივ ყველას, მაგრამ ის შეშლილთა სამყაროს ეკუთვნოდა, ამიტომაც კეთროვანივით უცხო და მიუკარებელი რჩებოდა მაინც გარშემომყოფთათვის... ყველას უყვარდა, მაგრამ ეს ის სიყვარული არ არის რომელიც შეშლილთ აკმაყოფილებს...ის, მაინც, გამარჯვებული იყო ყოველთვის, ყველგან, ყველაფერში. მისი სახელი-„ნიკეც“- ხომ სწორედ ამას მეტყველებდა...ალბათ დედამ, რომელსაც თან დაჰყვება ყოველივე ზებუნებრივი და ღვთაებრივი უნარი განსაზღვროს თავის ნაშიერის ყოველი წვრილმანი, ჯერ კიდევ მუცლად მყოფობის დროს, ამოიცნო ბიჭის ცხოვრებისეული სწრაფვა გამარჯვებისკენ და სახელით უწინასწარმეტყველა მომავალი. ნიკემ, რომელმაც გონებით შემოიარა ყოველი წვრილმანი, ყოველ ეზოში შეიხედა, ყველა ადამიანს ჩახედა თვალებში, ყველაფერში თავის თავი დაინახა და არავინ თავის თავში ბოლოს ამ კედლებს მიადგა და შეეხეტა დიდი მიზნით -ყველას დამსგავსებოდა. იქ თავისნაირ კიდევ სამს გადაეყარა, ფეხი აუწო და ახლა ფეხაწყობილი კვარტეტი ერთად მიუყვებოდა პატარა ქვებით მოკირწყლულ ქალაქის მთავარი ქუჩის შუკას. ვერ იტყოდა ნიკე ამ სამი შეშლილი გოგოდან, რომელს უფრო კარგად იცნობდა. ისინი ხომ არაფრით არ გავდნენ ერთმანეთს. ეს იყო- სამი სხვადასხვა ჰორიზონტი, რომელთა ხაზზე სხვადასხვა ფერები ირეკლება. სხვადასხვა სამყაროში სხვადასხვა ნივთებით, სხვადასხვა ფიქრებით დაეხეტებოდნენ, მაგრამ ფეხი აწყობილი ჰქონდათ და ეს ყველაზე მეტად ახარებდათ. ალბათ აურევდა ერთხელაც ამ ოთხიდან ვიღაც და აერეოათ ნაბიჯი, ეს იქნებოდა ყველაზე საშინელი დღე მათ სიცოცხლეში, ამაზე ფიქრი ჯერ შორს იყო და არ სწვდებოდა ახლა მათ სასმლით გაბრუებულ გულებს...ამ ერთხელ გადაწყვიტეს შეშლილობისთვის თავი დაეღწიათ. მოიმარაგეს სასმელი, სულომუთქმელად ჩამოცალეს სასმისებიდან, გაგიჟდნენ და ააწრიალეს შეშლილთა სამყარო. თუმცა მერე რა, ხვალ ხომ ისევ ჩვეულებრივად გათენდებოდა დღე, ჩვეულებრივად გაანათებდა მათ საძინებლებს მზე(გარდა ერთისას, რადგან მის მყუდრო სახლში მზის სხივი ვერ ატანდა) ჩვეულებრივად გაიღვიძებდნენ, შესაძლოა მხოლოდ თავისტკივილის მძაფრი შეგრძნბების განსხვავებით და ჩვეულებრივად გადააბიჯებდნენ არაჩვეულებრიობაში...მხოლოდ ამ ერთხელ გადაწყვიტეს შეშლილობისთვის თავი დაეღწიათ...ხოდა ვიღაცას, ფანჯრიდან რომ შეეხედა მათთვის, ვიღაცას, თუნდ კენ კიზისს მსგავსს, იტყოდა - „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“-ო და მერე ადგებოდა და დაწერდა...დაწერდა ოთხ შეშლილზე...

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG