Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენდერული პრობლემატიკა და უცხოური გამოძახილი


ავტორი: ქრისტინე ქაფიანიძე

დღესდღეობით საქართველოში საკმაოდ მწვავედ დგას გენდერული პრობლემატიკა თავისი გენდერული სტერეოტიპებით, რომელსაც საბოლოოდ სავალალო შედეგებამდე მივყავართ. ფაქტი ის არის, რომ საქართველოში გენდერული პრობლემატიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან განხრას ქალებზე ძალადობა წარმოადგენს, რომელსაც საქართველოში ბოლო წელს 50-მდე ქალის სიცოცხლე შეეწირა. მიუხედავად სახელმწიფოს დიდი სურვილისა და შესაბამისი კანონმდებლობის ჩამოყალიბებისა რეალური გზები ამ პრობლემის გადაჭრისა არ არსებობს, ვინაიდან მთავარი პრობლემა არამარტო ქართველი მამაკაცების დამოკიდებულება არის, არამედ ქართველი ქალებისაც, რომელთა 30 % თუ შერჩევას განვაზოგადებთ მიიჩნევს, რომ ძალადობა ქმრისა ქალის მიმართ არის მისაღები. ეს კი განპირობებულია რამდენიმე მიზეზით. პირველი, იმით, რომ ეს არის ფსიქოლოგიური განწყობა, რომელიც მომდინარეობს მამაკაცის უპირატესობის მტკიცებით ყველა სფეროში და მეორე მიზეზი კი არის ქალის დაკავშირება უშუალოდ პირად, ოჯახურ სფეროსთან, თუმცა ბოლო პერიოდში ეს ტენდენცია იცვლება, მაგრამ არა იმდენად, რომ ფსიქოლოგიური დამოკიდებულება შეიცვალოს.

აღნიშვნის ღირსია უცხოური დამოკიდებულება გენდერულ პრობლემატიკასთან დაკავშირებით. ეს აისახება როგორც კინოში აღბეჭდილი ფაქტებით, ასევე შოუბიზნესში, სიმღერების ტექსტებით.მაგალითად, ფილმში: „The North Country“, ასახულია მამაკაცთა დამოკიდებულება ქალების მიმართ, რომლებიც იბრძვიან დამაკმაყოფილებელი სამუშაო პირობებისათვის, პატივისცემისა და საზოგადოებრივ სფეროში დამკვიდრებისათვის, ამისათვის კი უდიდეს დამცირებას იტანენ. ასევე ფილმში: „The stoning of Soraya M.”, ასახულია არაბულ, მუსლიმურ ქვეყნებში არსებული პრობლემატიკა ქალების უუფლებობასთან დაკავშირებით, რომელსაც სრულიად შეუსაბამოდ რელიგიურ დატვირთვას აძლევენ და შეუძლიათ მათზე ძალადობა სრულიად უმიზეზოდ და დაუდასტურებელი ეჭვების მეშვეობითაც. აქ გადმოცემულია ქალის ისტორია, რომელიც ემსხვერპლა მოღალატე ქმრის ამბიციურ სურვილებს.

რაც შეეხება პროპაგანდას სიმღერებში, რომლებიც ფაქტობრივად არსებული სიტუაციის გამომზეურებას ემსახურებიან, საკმაოდ პოპულარულია და აშკარაა გადამწყვეტი პოზიცია სწორედ მათ დაიკავეს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში ან შეცვლაში. მაგალითად, ჯონ ლენონის Women is The Nigger of the World, რომლის ქვეტექსტიც აშკარაა, ქალი ისევე როგორც უძველესი დროიდან შავკანიანი ადამიანები ექსპლოატაციისა და ძალადობის მსხვერპლები იყვნენ მთელს მსოფლიოშ, ბოლო დროს კი როგორც შავკანიანთა მიმართ ასევე ქალთა მიმართ მსგავსი პროპაგანდის მეშვეობით და არამარტო, დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა. ჯონ ლენონი საუბრობს იმ ფაქტზე, რომ მამაკაცები რეალურად მხოლოდ ქალის სხეულით არიან დაინტერესებულნი, მას შემდეგ კი რაც ბავშვებს იყოლიებენ ისინი მარტოხელა ქათმებივით ხდებია, საუბრობს ასევე იმაზე, რომ ქალებს არ აქვთ სახლიდან გასვლის უფლება და საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის შესაძლებლობა, მათ მხოლოდ სახლის საქმეები უნდა აკეთონ. შემდეგი სიმღერა არის დარ უილიამსის“When I Was a Boy”, სადაც საუბარია მამაკაცთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე და მათ სამყაროზე, რომელიც შეშლილია და მიუღებელი ქალთათვის. გენდერულ პრობლემატიკაზე აქვს სიმღერა 2Pac-ს: “Keep Your Head Up”, რომელშიც ეს გრანდიოზული მომღერალი და შოუბიზნესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვარსკვლავი ხაზს უსვამს ქალების მნიშვნელობას, რომ ყოველი ადამიანი ქალისგან წარმოიშობა, სვამს კითხვას, თუ რატომ ამცირებენ მამაკაცები და უგულებელყოფენ ქალთა წვლილსა და მნიშვნელობას, ნუთუ მათ თავიანთი ცოლები სძულთ. ფეის ჰილი თავის სიმღერაში “A Man’s Home Is His Castle”, ასევე გამოხატავს თავის დამოკიდებულებას მამაკაცთა სამყაროსადმი, თუმცა ასევე მიიჩნევს, რომ ქალები მათთვის საკმაოდ დიდი დასაყრდენები არიან ისეთები როგორც ციხესიმაგრე და მათთვის სიყვარულია მთავარი გადამრჩენი საშუალება. და ბოლოს ტრეისი ჩეპმენი თავის სიმღერში “Behind the Wall” საუბრობს გათენებულ ღამეებზე, როდესაც მეზობელი კედლებიდან ისმის შემზარავი ხმები, როდესაც ამცირებენ და ძალადობენ, ამ შემთხვევაში კი პოლიცია სრულიად უუნაროა, თუ საერთოდ ისინი საბოლოოდ მოვლენ, ხშირად მათ უკვე სავალალო შედეგი ხვდებათ.

საბოლოოდ უნდა აღინიშნოს ის, რომ საკმაოდ დიდი წვლილი იქონია დასავლეთის საზოგადოებაში პროპაგანდის ზემოთ აღნიშნულმა ხერხებმა, ისევე როგორც თავის დროზე დიდი ზეგავლენა მოახდინა ჰარიეტ ბიჩერ-სტოუს რომანმა „ბიძია თომას ქოხი“ , შავკანიანთა თვითგამორკვევასა და განმანთავისუფლებელ მოძრაობაზე. აღსანიშნავია ასევე საქართველოში არსებული სარეკლამო კამპანიები, რომელიც ემსახურება ქალთა გათანასწორებას მამაკაცების მიმართ, ასევე ქალების წინააღმდეგ ძალადობის განხორციელების საპირისპიროდ მიმართულ პროპაგანდას, რამაც რეალურად მოახდინა გარკვეული ზეგავლენა ძირითადად ახალ თაობაში, თუმცა ძველ თაობას, რომელშიც ჩვენი ბებიებისა და ბაბუების წლოვანების მქონდე ადამიანებს ვგულისხმობ, არ შეცვლია დამოკიდებულება ამ პრობლემატიკისადმი.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG