Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რელიგია, როგორც განმასხვავებელი ნიშანი...


ავტორი: თამარ ჯაყელი

მოკლედ ასე, ამ საღამოს რადიოში მოვისმინე ინფორმაცია, ძველი და კარგად ნაცნობი თემის, სკოლებში რელიგიის სწავლების შესახებ. როგორც საინფორმაციო საშუალების წამყვანი იტყობინებოდა, რელიგიური გაერთიანებების სამართლებრივი საბჭოს ხელმძღვანელმა არჩილ მეტრეველმა ჟურნალ ლიბერალის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე სკოლებში რელიგიის სწავლების აღდგენის ინიციატივაზე ისაუბრა.

ინფორმაციამ კიდევ ერთხელ ჩამაფიქრა, უკვე მრავალჯერ ნაფიქრ თემაზე და გადავწყვიტე ჩემი ნაფიქრალისთვის ბეჭდური სახე მიმეცა, რათა ამით სხვებიც დამეფიქრებინა, მიზანი დასახულია და მოხარული ვიქნები თუ თუნდაც ერთ ადამიანს მაინც მივცემ ბიძგს ამ მნიშვნელოვანი თემით დაინტერესდეს.

თითქოს საგანგაშო არაფერია, სკოლებში რელიგიის საგანს შეასწავლიან, მაგრამ აქ ბევრი პრობლემა იმალება, ვინ ასწავლის, როგორ?რამდენად სწორად და რა კუთხით მიაწოდებენ ბავშვებს ამ მნიშვნელოვან და რთულ თემაზე ინფორმაციას, რომელი რელიგიის წარმომადგენლები? რამდენად იქნება იმ ბავშვების უფლებები და ინტერესები დაცული, რომლებიც რელიგიურ უმცირესობებს განეკუთვნებიან?

მე როგორც ერთ ადამიანს არ მომწონს ეს იდეა და უფლებას ვიტოვებ ეს პოზიცია ღიად გამოვხატო, არც სკოლაში სწავლისას მეხუთე თუ მეექვსე კლასში მომწონდა, მაშინაც ვამბობდი, კარგი ვთქვათ მე იმ რელიგიას მივაკუთვნებდი თავს, რომლის შესახებაც მასწავლებელი გვიკითხავდა (მამა მღვდელი ჰყავდა) მაგრამ უკმაყოფილების შეგრძნება მაშინაც მქონდა, თუ რატომ არ მოდიოდნენ სხვა სარწმუნოების წარმომადგენლები სკოლებში და ანალოგიურად არ კითხულობდნენ და გვესაუბრებოდნენ მათი სარწმუნოების შესახებ? ჯერ კიდევ მაშინ მქონდა სურვილი ყველა რელიგიის შესახებ მქონოდა ინფორმაცია , მაგრამ პასუხი არსაიდან ჩანდა, უფრო ზუსტად იყო პასუხი: ერთხელ დირექტორმა მითხრა, ჯაყელი კიდევ სხვა თუ გაინტერესებს შეგიძლია წაიკითხო სახლში. ასეც ვიქცეოდი, ბიბლიოთეკაში ვკითხულობდი წიგნებს მუსლიმური რელიგიის, პროტესტანტული თუ კათოლიკური მიმდინარეობების შესახებ, უფრო მოზრდილ ასაკში კი ბუდას სიბრძნესაც ვეზიარე, ასევე თეორებს ათეიზმის შესახებ, ათეიზმის შესახებ გამოთქმლი მოსაზრებები ერთ კრებულში იყო თავმოყრილი, ახლაც მახსოვს დედაჩემის რეაქცია ეს წიგნი, რომ აღმოაჩინა ოჯახში, იკითხა საიდან და რატომ მოიტანეო?! როგორღაც ავუხსენი რომ ეს ჩემი უფლებაა წავიკითხო ის რაც მინდა. ვაღიარებ რელიგია მართლაც ძალიან რთული თემაა და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, პატარა ასაკში ბავშვის გონება მსგავსი თემებით არ ??უნდა დავძაბოთ, მას საკუთარი არჩევანის საშუალება არ უნდა ჩავუხშოთ. არ ვამბობ იმას, რომ ბავშვს აზროვნება არ აქვს და არ შეუძლია რაღაცების გაააზრება, თუმცა პატარა ასაკში ბავშვისთვის მძიმე სტრესია იყოს სხვებისგან განსხვავებული, იყოს უმცირესობაში, ამიტო სხვების არჩევანს მიჰყვება და ამით სავავალო შედეებს ვიღებთ, ბავშვს სჭირდება თავისუფლება, თავს მოხვეული აზროვნებისგან.ამიტომ სკოლაში რელიგიის სწავლება ეს განათლების სამინისტროს დიდი შავი ლაქაა, რომელიც 2005 წელს როგორც იქნა ნაწილობრივ მოიშორეს, რელიგიის საგნის სავალდებულო საგნებიდან ამოღებით, თუმცა მაინც, დღეს რელიგიის სწავლება ხდება მშობელთა მოთხოვნის საფუძველზე, როგორ უნდა მოიქცეს რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი მშობელი, სკოლაში სადაც მშობელთა უდიდესი ნაწილი თუ ქრისტიანული რელიგიის მიმდევრები იქნებიან და მოითხოვენ რელიგიის სწავლებას? სად ვეძიოთ გამოსავალი? სხვა სკოლაში გადაყვანით? სხვა კლასში? ანუ პრობლემას გაქცევით ვპასუხობთ? ამასთან, სულ ცოტა ხნის წინ როცა ქობულეთში მუსლიმური სკოლა-პანსიონატი იხსნებოდა ამას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, რატომ? თუკი შეიძლება სკოლებში ქრისტიანული რელიგიის სწავლება, რატომ არაა მისაღები გაიხსნას სასწავლებლები საცა რელიგიური უმცირესობების მოთხოვნილებებიც იქნება გათვალისწინებული?! თუმცა მე მაინც ვფიქრობ რელიგიური ნიშნით ადამიანის განსხვავება ეს ყველაზე დიდი სიბნელეა და არათუ მათ ხელი არ უნდა შევუშალოთ მსგავსი სასწავლებლების გახნაში, პირიქით, აუცილებელია ყველა რელიგიური მრწამსის ადამიანები ერთ სივრცეში სწავლობდნენ და მოღვაწეობდნენ ისე რომ მათი საჭიროებები ნათლად იყოს გათვალისწინებული.

რელიგიაზე საუბრისას ერთი შემთხვევა მახსენდება, რომელიც ჩემს მეხსიერებას რატომღაც მკვეთრად შემორჩა. რამდენიმე წლის წინ, ერთ–ერთი ორგანიზაცია და სტუდენტთა ნაწილი უნივერსიტეტში სამლოცველოს გახსნას მოითხოვდნენ, მაშინ უნივერსიტეტის იმჟამინდელმა ხელმძღვანელობამ და რექტორმა გიგი თევზაძემ ამასთან დაკავშირებით ბუარი განაცხადა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ერთი რომელიმე რელიგიის სამლოცველოს გახსნა სხვა მორწმუნეთა დისკრიმინაციას გამოიწვევდა, ამიტომ სამლოცველო არ გაიხსნებოდა. რათქმაუნდა ამ მოსაზრებას ჰყავდა ბევრი მოწინააღმდეგე, მაგრამ უნივერსიტეტის პოზიცია არ შეცვლილა. მახსოვს, იმ დროს ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ თურმე სადღავ ჯერ კიდევ არსებობს საღი აზრი, რომ სწორედ იმ უნივერსიტეტში სადაც მე ვსწავლობდი, ადამიანის უფლებები მნიშვნელოვანი ღირებულება ყოფილა.რის გამოც მაშინაც და დღესაც ღიად გამოვხატავ ჩემს პატივისცემას ამ ადამიანის მიმართ :) იმ დროს ბატონი თევზაძის პოზიცია ჩემთვის სინათლის პატარა სხივი იყო რომელმაც დიდი სტიმული მომცა ჟურნალისტიკაში განათლების მიღებისა და იმისა, რომ თურმე ჯერ კიდევ ღირს ბრძოლა დარჩე შენს ქვეყანაში რათა, თუნდაც წერის საშუალებით იბრძოლო ადამიანის უფლებებისათვის.

და ყველაზე მთავარი სად არის სახელმწიფო?განა კონსტიტუციით არ არის გათვალისწინებული ადამიანის უფლება აირჩიოს ის რელიგია, რომელიც სურს? მაშინ რატომ ხდება ადამმიანების გამორჩევა რელიგიური სწავლების კუითხით? აქვე მინდა ეჭვი გამოვთქვა, რომ ხომ არ არის ბატონი მეტრეველის მიერ გაკეთებული განცხადება სახელმწიფოს ხელისუფალთა, განათლეის სამინისტროს პოზიცია? ხომ არ ეცადნენ ამ განცხხადებიით საზოგადოებაში ნიადაგის მოსინჯვას, რათა გაეგოთ მოქალაქეთა რეაქცია? მართლაც ხომ არ აპირებენ რელიგიის სწავლეის შემოღებას ? სად ხარ სახელმწიფოვ? მე როგორც რიგითი მოქალაქე უფლება მაქვს მოვითხოვო პასუხი ამ კითხვაზე ხელისუფლებისგან, რომელიც, ჩემი და თქვენი გადასახადებით მიღებული თანხებით ფინანსდება, სწორედაც რომ უფლება გვაქვს ჩვენს მიერ დაქირავებული ხელისუფლებისგან პასუხის მოთხოვნისა, და ასე გავერთიანდეთ ყველანი ერთად და დავიცვათ ჩვენი უფლებები ვიცხივროთ თავისუფალ ქვეყანაში საცა ადამიანი იქნება მთავარი ღირებულება და საცა მათი დისკრიმინაცია დაუშვებელი იქნება..

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG