Accessibility links

ავტორი: თამთა ჯინჯოლავა

ბახმარო არაჩვეულებრივი ადგილია ცოლებზე დასაკვირვებლად. ამ კურორტს ძირითადად 1-8 წლამდე ბავშვების დედები სტუმრობენ . ისინი ცოლებიც არიან და დედებიც.
აქ ყველანაირი კაცის ცოლს ნახავთ. ცოლები მუქი ფერის თმას ატარებენ. აცვიათ შარვლები, რომელსაც დახურულ ზედატანს ურჩევენ. მაკიაჟს იშვიათად იყენებენ. ისინი ბუნებრივები არიან. ისინი ცოლები არიან.
ცოლებს ერთნაირი ლექსიკა და ინტერესები აქვთ. საუბრობენ შვილებზე, დედამთილთან ურთიერთობის სირთულეებზე და ერთი-ორჯერ იმ ქალებსაც ახსენებენ, რომლებიც მათ ქმრებს ,, ტვინს ურევენ''...
ცოლებს, რომლებმაც ადრე შექმნეს ოჯახი, ნევროზი აქვთ. როცა შვილი არ უჯერებთ, შვილის ,, თავხედ'' მამას ჯიშის გაწყვეტას უსურვებენ , ხან კი 3-4- წლის პატარებს თმის გაჩეჩვით ემუქრებიან.
თანამედროვე ნევროზიან ცოლებს შვილის მოსარჯულებლად ახალი მეთოდი აქვთ. ისინი პატრულის გამოძახებით იმუქრებიან და ალბათ, ამიტომაც, მოედანზე მოსეირნე ბავშვებს პატრულის დანავაზე თვალები უცრემლიანდებათ.
მოედანი ერთადერთი ადგილია, სადაც ბავშვებს გართობა შეუძლიათ. აქ 50 წლის როხროხა კარუსელი ტრიალებს და ბამბის ნაყინის მოტკბო სუნს ფანტავს ჰაერში.
აქ ცოლები ერთმანეთს ხვდებიან. მათ თბილი, ნაქსოვი ჯემპრები აცვიათ . რადგან აქ ტელეფონი კარგად იჭერს, ისინი ქმრებს ურეკავენ. ქმრების ნომრები მობილურ ტელეფონში შესაბამისად აქვთ აღნიშნული : ,, ქმარი '' , ,, მეუღლე'' , ,,ჩემი გული '' . მათ ქმრებს საკუთარი სახელები არა აქვთ, რადგანაც ისინი ქმრები და მეუღლეები არიან, ან მათი გულები, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ თვალი და გული სხვა ქალებისკენ გაურბით. ქმრები მდედრობით სქესს ორ კატეგორიად ყოფენ: ცოლები და დანარჩენი ქალები. ცოლებს თბილი ჯემპრები აცვიათ; დანარჩენ ქალებს -ოდნავ გამომწვევი ზედატანები. ცოლები შარვლებში არიან გამოკვართული; დანარჩენი ქალები ლამაზ კაბებში დაშრიალებენ. ცოლებს რძის სუნი ასდით; დანარჩენი ქალები სუნამოს იპკურებენ. ქმრები ცოლებთან ცხოვრობენ და სხვა ქალი უყვართ. ცოლები გამარჯვებულები არიან.

ცოლებს და დანარჩენ ქალებს სხვადასხვანაირი ფეისბუქ-პროფილი აქვთ. ცოლები შვილების წინსაფრების,პირველი კიჭებისა და სათამაშოების სურათებს აზიარებენ. დანარჩენი ქალები ,,სელფისტები’’არიან და გამუდმებით ხაზს უსვამენ თავიანთ ქალურ ფორმებს.

ქმრები არ აზიარებენ ცოლების ფოტოებს. ისინი ქმრები არიან და ესეც საკმარისია! ცოლები იბოღმებიან სხვების სილამაზეზე. ცოლებს არადროს არა აქვთ დრო, რომ თავს მოუარონ. ცოლებს უყვართ ქმრები.ქმრებსაც უყვართ ცოლების მზრუნველი ხელები საღამოობით.ცოლი მათთვის ჩვევაა. მათ არ შეუძლიათ ცოლების გარეშე ცხოვრება.ისინი ცხოვრებას უძრვნიაან ცოლებს.

ცოლებს ჰყავთ ქმრები და შვილები, ქმრებს უყვართ ცოლები,შვილები და დანარჩენი ქალები, რომელებიც ,, ტვინს ურევენ’’.

დანარჩენი ქალები ვნებიანი სხეულებით ელოდებიან იმ დღეს, როცა მათაც ცოლები დაერქმევათ...


ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG