Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაწევრიანება ევროკავშირში - ქართული კულტურისა და ტრადიციების დასასრული თუ აღორძინება?


ავტორი: ანა ჩიტალაძე

მითი: ევროკავშირში გაწევრიანება საფრთხეს წარმოადგენს ქართული კულტურისთვის, ტრადიციული ღირებულებებისა და ცხოვრების წესისათვის. ის აუცილებლად დააკნინებს რელიგიის როლს და მართმადიდებლური ეკლესიის ავტორიტეტს.

ქართული პოლიტიკური ელიტა ხშირად განიხილავს ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ სწრაფვას არა მხოლოდ როგორც პოლიტიკური არჩევანს, არამედ ეგზისტენციური მნიშვნელობის საკითხს ქართული სახელმწიფოებრიობისათვის. შესაბამისად, შესაძლო წევრობა აღიქმება ფართო კონტექსტში - სცილდება პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროს. საზოგადოებრივი დისკურსიც საკმაოდ ხშირადამახვილებს ყურადღებას ევროკავშირში გაწევრიანების შედეგის კულტურულ და სოციალურ ასპექტებზე.

ქართული კულტურის ევროპის განუყოფელ ნაწილად აღქმისტრადიცია, რომელიც უკვე დიდი ხანია ფართოდ არის გავრცელებულიინტელექტუალურ და პოლიტიკურ წრეებში,თუმცა ბოლო პერიოდში ეს მოსაზრება გამოწვევის წინაშე დადგა.ტენდენცია, რომელიც ქართული იდენტობისა და თვითმყოფადობისათვის არსებით საკითხებს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასთან აკავშირებს, ერთი შეხედვით, დადებითად უნდა მოქმედებდეს ევრო-ინტეგრაციის პროცესზე. თუმცა, ძლიერი რუსული პროპაგანდის პირობებში ლოგიკური ვექტორები მიმართულებას იცვლის, რის შედეგადაც ყალიბდება მრავალი მითი ევროკავშირის შესახებ.

ქართული კულტურა ევროკავშირში

ერთ-ერთი მითის თანახმადევროკავშირი დიდ საფრთხეს უქმნისქართულ კულტურასა და ტრადიციებს. ამ ნარატივის მიხედვით ევროკავშირი „მისიონერული ხასიათის ინსტიტუტია“, რომელიც „ევროპული კულტურისა და ცხოვრების წესის“ გავრცელებას და თავს მოხვევას ემსახურება. ამ შემთხვევაში პრობლემა ევროპული კულტურის ცნების არასწორი ინტერპრეტაციაა. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არ არსებობს გაბატონებული ჰომოგენურიევროპული კულტურა (ტრადიციების, ჩვევების, რწმენების, სოციალური ნორმების მონოლითური კომპლექსი). ამ ცნების სწორად აღსაქმელად აუცილებელია გავიაზროთ, ევროპული კულტურა მხოლოდ გაზიარებული ღირებულებების სისტემაა, რომლის პრინციპულ მახასიათებელს მრავალფეროვნების მხარდაჭერა წარმოადგენს. ამიტომ ნათელია, რომ ის ეროვნული, კონკრეტულად კი ქართული კულტურისაგან აბოლუტურად განსხვავებული ფანომენია და შესაბამისად არალოგიკურია მისი დაპირისირისპირება ადგილობრივ კულტურასთან. პირიქით, ევროკავშირი კულტურულ მრავალფეროვნებას საკუთარ სიმდიდრედ და უპირატესობად მიიჩნევს. ლისაბონის ხელშეკრულებაში - თანამედროვე ევროკავშირის დამფუძნებელ დოკუმენტში, აღნიშნულია: „ევროკავშირი პატივს სცემს თავის კულტურულ და ლინგვისტურ მრავალფეროვნებას და ყველაფერს გააკეთებს ევროული კულტურული მემკვიდერობის შესანარჩუნებლად“ (ლისაბონის ხელშეკრულება, § 3.3). ამასთანავე, ევროკომისიის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს მრავალფეროვნების პრინციპზე დაყრდნობით ხელი შეუწყოსკულტურის განვითარებას წევრ სახელმწიფოებში. (ხელშეკრულება ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ, §167) შესაბამისად, ევროკავშირში გაწევრიანებით ქართული კულტურა ევროპულ საგანძურთან ერთად იმ სკივრში აღმოჩნდება, რომელზეც განსაკუთებით ზრუნავს ევროკავშირი და ბუნებრივია ეს რესურსებით და გამოცდილებით ბევრად ღარიბ ქართულ სახელმწიფოზე უკეთესად შეუძლია. ევროკავშირი ახორცელებს უამრავ პროგრამას და სტრატეგიას კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარებისათვის. ამ სფეროსათვის გამოყოფილი ბიუჯეტი 2007-2013 წლებში € 3.2 მილიარდს შეადგენდა. გარდა ამისა, ქართულმა კულტურულმა მემკვიდერობამ უკვე დიდი მხარდაჭარა ნახა ევროკავშირისაგან, ისევე როგორც მისი წევრი სახელმწიფოების დამოუკიდებელი ინიციატივებისაგან. 2010 წლიდან დღემდე ევროკავშირის ENPI (ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის პროგრამის ინსტრუმენტი) პროგრამის ფარგლებში ეროვნულმა მუზეუმმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ინსტიტუციური გაძლიერებისათვის 2 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება მიიღო. 2012 წლიდან კი მოქმედებს აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამა, რომელმაცსაქართველოში 15-მდე პროექტი დააფინანსდა და კულტურის სამინისტროს შესაძლებლობა მისცა გამოეყენებინა ევროკავშირის ექსპერტთა დახმარება. ასევე, ევროკავშირისაგან დაფინანსებას იღებს ქართული ტრადიციული კულტურის სხვადასხვა დარგები (მაგ: ხალხური რეწვა). (იხილეთ: http://www.eurocommunicator.ge/geo/view_myth/33)

ტრადიციული ღირებულებები, ცხოვრების წესი და რელიგია

ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია და სხვა მრავალი ფაქტი შესანიშნავად მეტყველებს მარტივ, ლოგიკურ ჭეშმარიტებაზე- ევროკავშირის წევრობა მხოლოდ დადებით გავლენას მოახდენს ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და ამ სფეროს სამომავლო განვითარებაზე. მიუხედავად ამისა, არსებობს კიდევ უფრო დიდი შიში, რომ ევროკავშირი დაემუქრება საქართველოს არამატერიალურ კულტურულ მამკვიდრეობას - ტრადიციულ ღირებულებებსა და ცხოვრების წესს. ეს საკითხი განსაკუთრებულად აქტუალური 2014 წლის შემდეგ გახდა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო. მოსახლეობის დიდი ნაწილი მიუღებლად მიიჩნევს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. საზოგადოებაში აქტიურად ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ ევროკავშირის წევრობა გულისხმობს მსგავსი კანონის მიღების ვალდებულებას. სინამდვილეში, ერთსქესიანთა ქორწინება ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოდან მხოლოდ თერთმეტშია ლეგალური. სახემწიფოები თავისუფალნი არიან საკუთარ არჩევანში, ევროკავშირი კი მათ მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას ავალდებულებს. არასწორი ინფორმაციის კიდევ ერთი შედეგია გავრცელებული მითი, რომ ევროკავშირი რელიგიას ებრძვის, მისი წევრობა საქართველოში რელიგიის როლის დაკნინებას გამოიწვევს და შეასუსტებს მართმადიდებლური ეკლესიის ავტორიტეტს. მცდელობის მიუხედავად, რთულია რაიმე სახის კავშირის დანახვა საზოგადოების რელიგიურობასა და ქვეყნის ევროკავშირის წევრობას შორის. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი კონფესიურად საკმაოდ ჭრელია და წევრი სახელმწიფოები სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან საზოგადოების რელიგიისადმი დამოკიდებულებითა დაეკლესიის ავტორიტეტის მიხედვით. მაგალითად: ხორვატიაში, პოლონეთში,იტალიაში და ესპანეთში კათოლიკური ეკლესია დღემდე დიდ გავლენას ინარჩუნებს.

გაურკვეველი შიშებიდან ახალ შესაძლებლობებამდე

კულტურისა და ტრადიციებისთვის საქართველოს ევროკაშირში გაწევრიანების შედეგის ბნელი, საშიში პერსპექტივით დანახვა მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაშია შესაძლებელი- თუ სურათს გაფუჭებული (ხშირად განზრახ დაზიანებული) სათვალით ვუყურებთ. ამ სათვალის მოხსნის შემდეგ ნათელი ხდება არა მხოლოდ „მოსალოდნელი საფრთხეების“ ილუზიურობა, არამედ უამრავი ახალი შესაძლებლობაც. ეჭვგარეშეა, რომ ევროკავშირის წევრობა ქართული კულტურული მემკვიდრეობისა და მისი მომავალი განვითარებისათვის მხოლოდ სიკეთეს მოიტანს. სათვალის მოხსნის შემდეგ გაქრება „ერთსქესიანთა ქორწინების“ ბევრისათვის საშიში მოჩვენებაც. ანტი-დისკრიმინაციული კანონის მიღების შემდგეგ დაწყებული აჟოიტაჟი აზრს მოკლებულია. ევროკავშირი მხოლოდ ადამიანის ( მათ შორის უმცირესობების) განუყოფელი უფლებების დაცვას ცდილობს, რაც არ გულისხმობს სხვა საკანონმდებლო ინიციატივების აუცილებლობას(მაგალითად ერთსქესიანთა ქორწინებას). უფრო მეტიც, ამ კონტექსტში გააზრებული ევროკავშირის როლი საუკეთესო საშუალებაა მომავალი ეთნიკური ან რელიგიური კონფლიქტების პრევენციისათვის საქართველოში. უმცირესობების უფლებების დაცვის საერთაშორისოდ აღიარებული ევროპული სტანდარტები საუკეთესო გადაწყვეტილებაა მომავალი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, რაც საკმაოდ რეალური საფრთხეა არსებული პოლიტიკური მოცემულობისა და საქართველოს უახლესი ისტორიის გათვალისწინებით.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG