Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალაქებში გაბნეულ საინტერესო მასალებზე ნადირობა


ქალაქებში გაბნეულ საინტერესო მასალებზე ნადირობა
please wait

No media source currently available

0:00 0:12:21 0:00

21 ივლისს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ რეზი გვარამაძე და მარიამ ქარჩხაძე, რომლებიც არიან ქალაქებში გაბნეულ საინტერესო მასალებზე ნადირობის ინიციატორები. ინიციატივა და მის ფარგლებში შეგროვებული მასალები გაერთიანებულია ბლოგზე Material Hanters და ქალაქის ცხოვრების გასხვავებულად აღქმის მცდელობაა. “მასალებზე მონადირენი” ქალაქს აღიქვამენ არა მხოლოდ როგორც არქიტექტურული ნაგებობების ან ურბანული ქსოვილის, საჯარო სივრცეების ერთობლიობას, არამედ როგორც ცოცხალი სუბიექტების, ადამიანების, პატარა და თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ ვიღაცისა და ასევე ქალაქისთვის მნიშვნელოვანი გარემოპირობების, ობიექტების, მატერიების ან სხვადასხვა ამბებისა და პროცესების შემცველ სამყაროს. ამ წამოწყებით სურთ გამოაჩინონ ქალაქის განსხვავებული, ინტიმური, შინაურული, სუბიექტური სახე, რომელიც თითოეული ქალაქში მცხოვრებისთვის ინდივიდუალური და უნიკალურია. თბილისში მცხოვრებ ყველა თბილისელს თავისი უნიკალური თბილისი აქვს, ისევე როგორც სხვა ქალაქებში მცხოვრებთ.

XS
SM
MD
LG