Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აიოვაში ტედ კრუზმა გაიმარჯვა რესპუბლიკელების შიდაპარტიულ არჩევნებში


ტედ კრუზი აიოვის შტატში გამარჯვების შემდეგ.
ტედ კრუზი აიოვის შტატში გამარჯვების შემდეგ.

ტეხასელმა სენატორმა ტედ კრუზმა გამარჯვება მოიპოვა რესპუბლიკელების შიდაპარტიულ არჩევნებში აიოვის შტატში. მან დაამარცხა მილიარდერი დონალდ ტრამპი, რომელიც აქამდე ლიდერად იყო მიჩნეული. „აიოვამ ყველას გვიჩვენა, რომ რესპუბლიკელების კანდიდატსა და შეერთებული შტატების შემდეგ პრეზიდენტს აირჩევს არა მედია... აირჩევს არა ვაშინგტონის ისტებლიშმენტი... აირჩევენ არა ლობისტები... არამედ აირჩევს ყველაზე გასაოცარი ძალა, რომელსაც ემყარება ჩვენი სახელმწიფოს სუვერენობა: ეს ძალა ვართ 'ჩვენ, ხალხი' - ამერიკელი ხალხი“, - ასე მიმართა აიოვის შტატში მდებარე დმოინში შეკრებილ მხარდამჭერებს ტედ კრუზმა. რაც შეეხება დემოკრატებს, ასევე აივოის შტატში შიდაპარტიული არჩევნების შედეგად მცირე უპირატესობით ლიდერობს ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი: მას ხმების 49,9% პროცენტი ერგო, მის მეტოქეს, სენატორ ბერნი სანდერს - 49,6%. კრუზის წარმატება (მან ხმების 27,7% პროცენტი მოიპოვა) მძიმე დარტყმად ითვლება დონალდ ტრამპისათვის, რომელიც თვეების განმავლობაში ლიდერობდა პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატად ნომინირების მსურველებს შორის და მსოფლიო მედიის ყურადღებას იპყრობდა სკანდალური განცხადებებით - იქნებოდა ეს ქალების, თუ უმცირესობების შესახებ. აიოვის შტატში შიდაპარტიული არჩევნების მონაწილე ამომრჩევლები პირველები არიან, ვინც გამოხატავს თავის არჩევანს აშშ-ში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის. კანდიდატებს შორის კონკურენცია, სავარაუდოდ, სულ უფრო გამწვავდება საბოლოო, ნოემბრის კენჭისყრამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG