Accessibility links

ტერეზა მეი: ტრამპი „ნატოს 100 პროცენტით უჭერს მხარს“


ტერეზა მეი, დონალდ ტრამპი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ტერეზა მეი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, სრულად უჭერს მხარს ნატოს - ალიანსს, რომლის შედეგიანობის თაობაზე ის უწინ ეჭვებს გამოთქვამდა.

თეთრ სახლში ვიზიტით მყოფმა მეიმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა, აშშ-ის პრეზიდენტი „100 პროცენტით უჭერს მხარს“ ნატოსო. „თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში, ჩვენ ერთ პოზიციაზე ვართ და ჩვენი კოლექტიური თავდაცვის კედლად ვაღიარებთ ნატოს. დღეს ალიანსის მიმართ ჩვენი ურყევი ერთგულება კიდევ ერთხელ განვაცხადეთო“ - თქვა მეიმ, რომელიც პირველი ლიდერია, ვინც ტრამპს პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ ეწვია.

ნატოს აღმოსავლეთ ევროპელი წევრები შეშფოთებული არიან ტრამპის მიერ წარსულში გაკეთებული განცხადებებით, მათ შორის ფრაზით, რომ ალიანსი „მოძველდა“. ეს ქვეყნები შეშფოთებით ეკიდებიან რუსეთის მიზნებს რეგიონში - მას შემდეგ, რაც მოსკოვმა 2014 წელს უკრაინისგან ყირიმის ანექსირება მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებს უჭერს მხარს.

ტრამპი, რომელმაც შარშან მიანიშნა, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა არ დაიცვას ნატოს ის წევრები, რომლებიც თავდაცვაზე საკმარის თანხას არ ხარჯავენ, აცხადებს, რომ სურს გააუმჯობესოს მოსკოვთან ამჟამად დაძაბული, ორმხრივი ურთიერთობა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG