Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქება და სროლა ანკარაში


გუვენპარკის ტერიტორია აფეთქების შემდეგ
გუვენპარკის ტერიტორია აფეთქების შემდეგ

თურქეთის ხელისუფლებისა და საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სულ მცირე 27 კაცი დაიღუპა და 75 დაიჭრა 13 მარტს თურქეთის დედაქალაქში მომხდარი მძლავრი აფეთქების შედეგად.

აფეთქება მოხდა გუვენპარკში, რომლის მახლობლად რამდენიმე სამინისტროს ოფისი მდებარეობს. "როიტერსი" უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქებასთან ერთად ისმოდა სროლის ხმაც. ზოგიერთი ადგილობრივი ტელეარხის ცნობით, აფეთქდა დანაღმული ავტომობილი. მსგავსი ტერაქტი ერთი თვის წინაც მოხდა თურქეთში, სადაც მაშინ 29 კაცი დაიღუპა. წინა აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ქურთმა ექსტრემისტებმა იკისრეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG