Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: თინა ბაუმი


თინა ბაუმი ბავშვთა სოციალური მდგომარეობის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:18:14 0:00

9 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თინა ბაუმი, გაეროს ბავშვთა ფონდის ("იუნისეფი") სოციალური პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა საქართველოს ხელისუფლების მიერ ბავშვთა სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გასატარებელ ცვლილებებზე. გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივა ითვალისწინებს სოციალური დაცვის სისტემის გადასინჯვას, რათა გაიზარდოს მიზნობრივი სოციალური დახმარების ეფექტიანობა და სისტემამ უკეთ გაითვალისწინოს ბავშვთა ინტერესები. ამ მიზნით, "იუნისეფის" რეკომენდაციაა ფულადი შეღავათები ბავშვებისთვის, რათა შემცირდეს ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე. ბავშვების შემთხვევაში უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი 50%-ით აღემატება, ზოგადად, მოსახლეობის სიღარიბის მაჩვენებელს.

please wait

No media source currently available

0:00 0:21:25 0:00
Direct link

XS
SM
MD
LG