Accessibility links

ტრამპი პრეზიდენტობის შემთხვევაში აპირებს ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარების განხილვას


დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, განიხილავს ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარების საკითხს.

ტრამპმა 31 ივლისს ტელეინტერვიუში თქვა, რომ აპირებს განიხილოს ეს საკითხი. ყირიმის მოსახლეობას, როგორც ვიცი, რუსეთთან ყოფნა ურჩევნია, სადაც მანამდე იყო, ამიტომ ეს უნდა განვიხილოთო, - განაცხადა პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა.

შეერთებული შტატების ამჟამინდელი პოლიტიკაა უარი ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებაზე. ამავე ინტერვიუს დროს, ტრამპმა აღნიშნა, რომ არავითარი ურთიერთობა არა აქვს რუსეთის პრეზიდენტთან - არც შეხვედრია და არც ტელეფონით უსაუბრია ვლადიმირ პუტინთან.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG