Accessibility links

ტრამპი: რუსეთს სანქციებს მოვუხსნით უკრაინასა და სირიაზე შეთანხმების შემდეგ


ვლადიმირ პუტინi, დონალდ ტრამპი,

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ აპირებს უკან დახევას რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საკითხზე მანამ, სანამ მოსკოვი არ დათანხმდება უკრაინასა და სირიაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებულ სამშვიდობო შეთანხმებებს.

„სანქციებს არ მოვხსნი მანამ, სანამ მივაღწევთ რაიმე შეთანხმებას, რომელიც დაგვაკმაყოფილებს ჩვენც და ყველას სირიასა და უკრაინაშიო“, უთხრა 13 ივლისს თვითმფრინავში მყოფმა, პარიზში მიმავალმა ტრამპმა ჟურნალისტებს. ტრამპმა დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სანქციების საკითხი არ წამოუჭრია გასულ კვირაში ჰამბურგში გამართულ შეხვედრაზე. სანქციებზე ტრამპის ეს განცხადებები თავდაპირველად დასაბეჭდად არ იყო გამიზნული, თუმცა მოგვიანებით ისინი თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა.

ტრამპს რამდენჯერმე აქვს ნათქვამი, რომ აპირებს დაიცვას რუსეთისთვის უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გამო დაწესებული სანქციები, რომლებიც მისმა წინამორბედმა, ბარაკ ობამამ შემოიღო.

გასულ თვეში სენატში დამტკიცდა კანონპროექტი, რომლებიც ამ სანქციებს კანონად აქცევს და კონგრესს აძლევს უფლებამოსილებას დაბლოკოს სანქციების შემსუბუქების მიზნით ტრამპის მიერ გატარებული მცდელობა. თეთრი სახლი ეწინააღმდეგება კონგრესისთვის ამ უფლებამოსილების მინიჭებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG