Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი 13 დეკემბერს მომავალ სახელმწიფო მდივანს დაასახელებს


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტვიტერით ავრცელებს ცნობას, რომ აშშ-ის საგარეო უწყების მომავალი ხელმძღვანელის ვინაობას გამოაცხადებს 13 დეკემბერს.

მედიის ცნობით, სახელმწიფო მდივნის პოსტზე ფავორიტად კვლავ რჩება „ექსონ მობილის" ხელმძღვანელი, რექს ტილერსონი. ტრამპს თვითონ არ უთქვამს, ვის დაასახელებს, თუმცა ბოლოს „ფოქს ნიუსი“ იტყობინებოდა, ტილერსონი ტრამპის ფავორიტიაო.

ტრამპის მრჩეველმა კილიან კონუეიმ განაცხადა, რომ ტილერსონის „მთავარი კანდიდატობა“ განაპირობა რუსეთში ნავთობის ბიზნესის სფეროში აქტიურობამ. თუ ტილერსონს დაასახელებს ტრამპი სახელმწიფო მდივნად, რუსეთთან მისი კავშირები შეიძლება ორმხრივი შეშფოთების საფუძველი გახდეს სენატში, სადაც რესპუბლიკელებს და დემოკრატებს დაახლოებით თანაბარი ძალები აქვთ, და რომელმაც უნდა დაამტკიცოს ის.

სენატორმა ჯონ მაკკეინმა, რომელიც სენატში შეიარაღებული სამსახურების კომიტეტს განაგებს, უთხრა „როიტერსს“, რომ შეშფოთებულია, რადგან ყველამ იცის, მას ვლადიმირ პუტინთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდაო. მაკკეინმა პუტინს უწოდა „კა-გე-ბეს“ აგენტი, რომელსაც სურვილი აქვს, რუსეთის იმპერია აღადგინოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG