Accessibility links

ტრამპმა და პუტინმა პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს ამერიკის პრეზიდენტად ტრამპის არჩევის შემდეგ


დონალდ ტრამპი პუტინთან საუბრის დროს

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა, პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს ამერიკის პრეზიდენტად ტრამპის არჩევის შემდეგ.

წინასწარ დაგეგმილი საუბარი დაემთხვა ვაშინგტონში გავრცელებულ ცნობებს იმის თაობაზე, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას აპირებს. სანქციები ტრამპის წინამორბედის, ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას დაუწესდა რუსეთს უკრაინის შინაგან საქმეებში და აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიაში ჩარევისთვის.

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ლიდერებმა ისაუბრეს თანამშრომლობის განვითარებაზე ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ტერორიზმთან ბრძოლა, ვითარება ახლო აღმოსავლეთში, არაბებსა და ისრაელს შორის კონფლიქტი, სტრატეგიული სტაბილურობა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა, ირანის ბირთვული პროგრამა და მდგომარეობა კორეის ნახევარკუნძულზე.

იტყობინებიან, რომ საუბარმა დაახლოებით ნახევარ საათს გასტანა. თეთრი სახლის პრესმდივნის, შონ სპაისერის თანახმად, პუტინთან საუბრამდე შედგა ტრამპისა და გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის 45-წუთიანი სატელეფონო საუბარი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG