Accessibility links

პრეზიდენტი ტრამპი თავს დაესხა სენატორ მაკკეინს და მას „მტრის წამქეზებელი“ უწოდა


დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალური ქსელიდან თავს დაესხა სენატორ ჯონ მაკკეინს, რომელმაც მანამდე გააკრიტიკა ამერიკის ადმინისტრაცია და ამასწინანდელ სამხედრო ოპერაციას იემენში „წარუმატებელი “უწოდა.

თავისი ტვიტერის საშუალებით გავრცელებულ განცხადებაში დონალდ ტრამპმა „მტრის წამქეზებელი“ უწოდა ვიეტნამის ომის ვეტერანსა და სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეს.

ჯონ მაკკეინმა „მარცხი“ უწოდა სისხლიან სამხედრო რეიდს, რომელიც სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების მიზნით 28 იანვარს იემენში ჩატარდა. ოპერაცია გადაიზარდა შეტაკებაში არაბეთის ნახევარკუნძულზე მოქმედ ალ-ყაიდის ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი ამერიკელი საზღვაო ფეხოსანი და განადგურდა 75 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო თვითმფრინავი. დაიღუპნენ ქალები და ბავშვები.

„სენატორი მაკკეინი არ უნდა ლაპარაკობდეს ოპერაციის წარმატებასა და წარუმატებლობაზე მედიის წინაშე. იგი იმდენჯერაა დამარცხებული, რომ უკვე აღარ იცის, თუ როგორია გამარჯვება“, - აღნიშნავს დონალდ ტრამპი მაკკეინის მისმართით ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG