Accessibility links

ცხედრის გადმოცემის ბუნდოვანი მოლოდინი


1 მარტს ქართულმა მხარემ პროტესტის ნიშნად ერგნეთში გამართული რიგით 85-ე შეხვედრის შეწყვეტა მოითხოვა. "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის" ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ვერ მიიღო პასუხი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებისგან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის - ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილის - გათავისუფლების პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ოსური მხარე ცხედრის გადმოცემის პროცესის გაჭიანურებას ექსპერტიზის პასუხის მოლოდინით ხსნის, თუმცა ქართული მხარე ეჭვობს, რომ პროცესი არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის რეალური მიზეზების დამალვის გამო ჭიანურდება. ასეთი ვითარების მიუხედავად, დაღუპულის ოჯახი, რომელიც სოფელ წილკანში დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს, საპროტესტო ქმედებებს არ გეგმავს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG