Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურისტული სეზონის პირველი შედეგები


ივნისიდან საქართველოში აქტიური ტურისტული სეზონი დაიწყო და პირველი შედეგების შეჯამების დროც დადგა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2017 წლის ივნისის თვის მონაცემებით, საქართველოს 666,493 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც, დაახლოებით, 147 ათასით მეტია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +28.5 %-ია).

როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ივნისის თვის მაჩვენებლებით, იმ უცხოელი მოგზაურების, ანუ ტურისტების, რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაყვეს საქართველოში, 328,314 შეადგინა, რაც 98,796-ით მეტია 2016 წლის ივნისის მაჩვენებელზე (ზრდა +43 %).

ტურისტული სეზონის პირველი შედეგები
please wait

No media source currently available

0:00 0:03:55 0:00
გადმოწერა

2017 წლის იანვარ-ივნისის თვეების მონაცემებით, საქართველოს თითქმის 3 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 354,471-ით მეტია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +13.4 %-ია).

6 თვის მაჩვენებლებით, იმ უცხოელი მოგზაურების, ანუ ტურისტების, რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაყვეს საქართველოში, 1,3 მილიონი შეადგინა, რაც 295,165-ით მეტია 2016 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებლებზე (ზრდა +29.1 %).

2017 წლის იანვარ-ივნისში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+7.4 %), სომხეთიდან (+16.2 %), თურქეთიდან (+15.9 %), რუსეთიდან (+27.5%) და ირანიდან (+223.4%) განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით იანვარ-ივნისში გამოირჩეოდნენ: ავსტრია (+54 %), ნიდერლანდები (+36 %), გერმანია (+32 %), გაერთიანებული სამეფო (+28 %), საფრანგეთი (+23 %) და ლიტვა (+17 %). განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ირანი (+223 %), უზბეკეთი (+163 %), საუდის არაბეთი (+159 %), ინდოეთი (+133 %), ისრაელი (+48%) და ჩინეთი (+41 %).

2017 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 434.6 მილიონ დოლარს (ზრდა +23.3 %), რაც 82 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2016 წლის ჯამური მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2.2 მილიარდ (2,166,334,169) დოლარს (ზრდა +11.9 %), რაც 230 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2017 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, შეადგენს 6.8 %-ს. ზრდა, წინა წელთან შედარებით,+0.8 %-ია.

2016 წლის ჯამური მონაცემებით კი, წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7.1 % შეადგინა. ზრდა,წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, არის +11.8 %.

2017 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 786,2 ათასი ლარი შეადგინა - წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით,+33.4 %-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2016 წლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,6 მილიონი ლარი შეადგინა და, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, +11.4 %-იანი ზრდა დაფიქსირდა, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG