Accessibility links

თვითმფრინავის გამტაცებელმა მგზავრების უმეტესობა გაათავისუფლა


ეგვიპტეში თვითმფრინავის გამტაცებელმა, ეგვიპტის რადიოს ცნობით, თავშესაფარი ითხოვა კვიპროსში. ეგვიპტის ავიაკომპანია იტყობინება, რომ თვითმფრინავის ბორტზე დარჩენილი არიან მხოლოდ უცხოელები და ეკიპაჟის წევრები, დანარჩენი მგზავრები გამტაცებელმა გაუშვა.

თვითმფრინავი, რომელიც ალექსანდრიიდან კაიროში მიფრინავდა, 29 მარტს, დილით გაიტაცეს და აიძულეს, კვიპროსში, ლარნაკის აეროპორტში დამჯდარიყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამტაცებელი მარტოა, მას, სავარაუდოდ, წელზე ჰქონდა სარტყელი ასაფეთქებელი მოწყობილობით. ეგვიპტის მედიის თანახმად, ის ეგვიპტელია. ადრე გავრცელდა ცნობა, რომ თვითმფრინავში 81 მგზავრი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG