უხილავი ფარდის ავტორთან, ოქროპირ რუხაძესთან ერთად, ჩიკაგოს ლოიოლას სახელობის იეზუიტური უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი, ნინი სიმონიშვილი საუბრობს კიბერუსაფრთხოებაზე, მისი დაცვის საჭიროებაზე, იმაზე, არიან თუ არა ჰაკერები მოძალადეები, რა ასაზრდოებს მათ ცდუნებას, ზიანი მიაყენონ ვინმეს. უცხოეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტების შესახებ ციკლის დღევანდელი მონაწილე ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, კერძოდ, ინფორმაციულ უსაფრთხოებას - კიბერუსაფრთხოებას - სწავლობს.
-
ოქროპირ რუხაძე
ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.