Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირდაპირი ეთერი: უკრაინაში სავჩენკოს ელოდებიან


თვითმფრინავი, რომლითაც რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნდა პატიმრობიდან გათავისუფლებული ნადია სავჩენკო, კიევის აეროპორტში დაეშვა.

კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინელი პატიმარი, ნადია სავჩენკო შეიწყალა. ასევე პესკოვის თქმით, მოსკოვის აეროპორტში ჩაფრინდა თვითმფრინავი, რომლითაც სამშობლოში დაბრუნდა უკრაინაში პატიმრობიდან გათავისუფლებული ორი რუსი პატიმარი.

უკრაინელ სამხედრო მფრინავ ნადია სავჩენკოს რუსეთში წელს მარტში 22 წლით პატიმრობა მიუსაჯეს აღმოსავლეთ უკრაინაში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით. სავჩენკო უარყოფს ბრალდებებს. ხოლო უკრაინამ რუსეთის ორ მოქალაქეს - ალექსანდრ ალექსანდროვსა და ევგენი ეროფეევს - 14-14 წლით პატიმრობა მიუსაჯა აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარეს ბრძოლისათვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG