Accessibility links

სასწავლო პროცესი აღდგა თსუ-ს მე-6 კორპუსში


სრულფასოვანი სასწავლო პროცესი აღდგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში, რომელიც 16 აპრილიდან ჰქონდათ ბლოკირებული მოძრაობის, „აუდიტორია 115“-ის წევრ სტუდენტებს. მათ საპროტესტო აქცია წუხელ შეწყვიტეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრიდან რამდენიმე საათში.

მოძრაობის წევრების განცხადებით, სასწრაფოდ გაუქმდება სტუდენტური თვითმმართველობა, შეიცვლება რექტორის და აკადემიური საბჭოს არჩევის წესი და უნივერსიტეტს დატოვებს ე.წ. ოდეერი, განათლების პოლიტიკის ძირეულად შესაცვლელად კი შეიქმნება „აუდიტორია 115“-ის და სახელმწიფოს წარმომადგენელთა კომისია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებული პროცესები ქვეყანაში დამკვიდრებული „მავნებლური კოჰაბიტაციის“ შედეგად შეაფასა უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ. ”ქვეყანაში განვითარებული პროცესები, როდესაც ვერ გაიგებდი ხელისუფლებაში ”ქართული ოცნება” იყო თუ ”ნაციონალური მოძრაობა,” უნივერსიტეტზეც ერთი ერთში აისახა” - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში. პაპავას თქმით, ყველაფერი მართული იყო იმ ძალებისგან, რომლებიც დღემდე მყუდროდ არიან მოკალათებულნი სამთავრობო სტრუქტურებში. ვლადიმერ პაპავას განცხადებითვე, ამ ეტაპზე მოერიდება მის ხელთ არსებული ინფორმაციის გასაჯაროებას, თუმცა, მოვა დრო, როცა ყველაფერზე ღიად ისაუბრებს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG