2 თებერვალს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო საინიციატივო ჯგუფ "ურბანული იდეების ლაბორატორიის" წარმომადგენელი ნათია კალანდარიშვილი. ლაბორატორია არის ღია სადისკუსიო სივრცე თბილისის ურბანული პრობლემების გადაჭრის გზების შესამუშავებლად და მიზნად ისახავს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართვის წახალისებას.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.