Accessibility links

უსაფრთხოების რისკები ენერგეტიკის კუთხით


სემინარი - „უსაფრთხოების რისკების მართვა ენერგეტიკული ნაკადებისთვის სამხრეთ კავკასიაში“

თბილისში, ნატოს პროგრამის ფარგლებში, იმართება სემინარი - „უსაფრთხოების რისკების მართვა ენერგეტიკული ნაკადებისთვის სამხრეთ კავკასიაში“. შეხვედრების ფარგლებში განიხილება რეგიონში წარმოშობილი ის გეოპოლიტიკური და ტექნიკური რისკები, რომლებიც შეიძლება დაემუქროს სტრატეგიულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას.

please wait

No media source currently available

0:00 0:02:35 0:00
Direct link

სემინარზე, რომელიც თბილისში 5 და 6 დეკემბერს იმართება, განიხილება საკითხები, დაკავშირებული საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სატრანზიტო ფუნქციასთან. ეს შეხვედრები ნაწილია ნატოს პროგრამისა „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“.

რასაკვირველია, ნატო არ იცავს რომელიმე ინფრასტრუქტურულ ობიექტს და არ ეხმარება სახელმწიფოს ამა თუ იმ პროექტის განხორციელებაში. ნატო ცდილობს, რომ ამ სფეროში იყოს საერთო მიდგომები, [აზრთა] გაცვლა-გამოცვლა და ამ ბოლო დროს ამ თემას დაემატა კიბერუსაფრთხოებაც, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია...
გოგი ვაშაყმაძე

როგორც ერთ-ერთი მომხსენებელი, ტრანსკასპიური გაზსადენისა და „თეთრი ნაკადის” პროექტის განმახორციელებელი კომპანიის ხელმძღვანელი გოგი ვაშაყმაძე, ამბობს, ენერგეტიკის უსაფრთხოების კუთხით ნატოს განსაზღვრული როლი არა აქვს, თუმცა ცდილობს ხელი შეუწყოს ამ სფეროში საერთო მიდგომებსა და აზრთა გაცვლა-გამოცვლას:

„რასაკვირველია, ნატო არ იცავს რომელიმე ინფრასტრუქტურულ ობიექტს და არ ეხმარება სახელმწიფოს ამა თუ იმ პროექტის განხორციელებაში. ნატო ცდილობს, რომ ამ სფეროში იყოს საერთო მიდგომები, [აზრთა] გაცვლა-გამოცვლა და ამ ბოლო დროს ამ თემას დაემატა კიბერუსაფრთხოებაც, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია“.

შეხვედრაზე რამდენიმე მსხვილი ორგანიზაციის წარმომადგენელმა განიხილა საერთაშორისო ენერგეტიკული პროექტების როლი საქართველოსთვის. საუბარი შეეხებოდა ენერგიის ექსპორტს ევროპისკენ საქართველოს გავლით. ერთ-ერთი ასეთია სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების პროექტი. როგორც კომპანია „ბი პის“ რეგიონალურმა მენეჯერმა კრის შლუტერმა აღნიშნა, ამ პროექტმა საქართველოს ენერგეტიკის კუთხით სარგებელი უნდა მოუტანოს:

ჩვენ გაზს ვაწვდით ტრანსანატოლიურ მაგისტრალს, მაგრამ აქედან მნიშვნელოვანი წილი ეკუთვნის საქართველოს. საქართველოში ენერგიაზე მოთხოვნა და მოხმარება იზრდება, ხოლო სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების პროექტი საქართველოსთვის დამატებითი წყარო...
კრის შლუტერი

„რა თქმა უნდა, ჩვენ გაზს ვაწვდით ტრანსანატოლიურ მაგისტრალს, მაგრამ აქედან მნიშვნელოვანი წილი ეკუთვნის საქართველოს. საქართველოში ენერგიაზე მოთხოვნა და მოხმარება იზრდება, ხოლო სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების პროექტი საქართველოსთვის დამატებითი წყაროა“.

სემინარზე განიხილეს სხვა ენერგეტიკული პროექტების პოტენციალიც, იმ პროექტებისა, რომელთა მიხედვითაც ევროპას თურქმენეთიდან და აზერბაიჯანიდან გაზი უნდა მიეწოდოს საქართველოს გავლით. რაც შეეხება ნატოს როლს ამ კუთხით, როგორც გიორგი ვაშაყმაძე ამბობს, საჭიროა დასავლეთი უსაფრთხოების კუთხით დაეხმაროს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, მათ შორის მათაც, რომლებიც უკვე არიან ევროკავშირში.

სემინარი სამხრეთ კავკასიაში ენერგეტიკული ნაკადების უსაფრთხოების ახალი რისკების მართვის შესახებ 6 დეკემბერს დასრულდება მსჯელობით იმის შესახებ, თუ რამდენად შეიძლება ამ კუთხით ორგანიზაციათა თანამშრომლობა რეგიონში ენერგეტიკის სატრანზიტო ფუნქციის გასაძლიერებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG