Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სარწყავი სისტემები და მოსახლეობის პრობლემები


ზაფხულის მოახლოებასთან ერთად სოფლის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა იჩენს თავს. სარწყავი სისტემის გაუმართაობა და უწყლოდ დარჩენილი მოსავალი პირდაპირ აისახება სოფლად მცხოვრები მოქალაქეების შემოსავალზე. ახალციხის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისთვის სარწყავი წყალი ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია. ფერმერები განმარტავენ, რომ მოსავლის მიღება სარწყავი სისტემის გაუმართაობის გამო ხშირად უჭირთ.

გადმოწერა

სოფლად არსებული პრობლემების შესახებ იციან ახალციხის თემში. მუნიციპალიტეტის გამგებელი ამბობს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის ძალებით უტარდება სოფლების – წყორძის, აწყური-ვენახების, საყუნეთის, წყალთბილის, ნაოხრების - სატუმბ სადგურებს, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის სამსახური სამუშაოებს აწარმოებს სოფლებში: ფერსა, მუგარეთი, გიორგიწმინდა, კლდე და წნისი. ზაზა მელიქიძის განმარტებით, ადგილობრივი ხელისუფლების წვლილი ნახევარ მილიონს აჭარბებს, ხოლო სამინისტროს კონტრიბუცია მილიონ 710 ათას ლარს შეადგენს.

სარწყავი სისტემების მოწესრიგება ნომერ პირველ საკითხად მიაჩნიათ სასოფლო-საკონსულტაციო სამსახურში. სამსახურის სპეციალისტები მიესალმებიან ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ამ მიმართულებით, თუმცა ამბობენ, რომ საქმე ძველი მეთოდებით კეთდება. ახალი მეთოდი უფრო ძვირადღირებულია და, შესაბამისად, ბევრად ეფექტური, – აცხადებს რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში სასოფლო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი გურამ ჯინჭველაძე.

სარწყავი სისტემის პრობლემა ივლისის თვიდან იწყება და ორ თვეს გრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, რომ ძირითადი სოფლებისთვის სარწყავი სისტემების მოწესრიგება 2018 წლისთვის უნდა დასრულდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG