Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ვახტანგ კობალაძე


16 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ვახტანგ კობალაძე, "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" (CSRDG) მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა ამ სფეროში ახალი კანონის მიღების გაჭიანურების მიზეზებსა და მომხმარებლის უფლებების დაცვის პრიორიტეტულობაზე. ვახტანგ კობალაძემ აღნიშნა, რომ მეწარმეების ერთი ნაწილი თვლის, რომ მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ ახალი კანონის მიღება და დამატებითი რეგულაციების შემოღება მათ საქმიანობაზე ცუდად აისახება. თუმცა, "დილის საუბრების" სტუმარი აღნიშნავს, რომ მეწარმეთა მეორე ჯგუფი პირიქით - ემხრობა ახალი სტანდარტების დამკვიდრებას და დაინტერესებულია ხარისხიანი პროდუქციის წარმოებით. დღევანდელი რეალობის აღწერისას ვახტანგ კობალაძემ აღნიშნა, რომ სასურსათო პროდუქციის სფეროში მომხმარებლის უფლებების დაცვისთვის მოქმედებს გარკვეული მექანიზმი. განსხვავებული მდგომარეობაა არასასურსათო პროდუქციის რეალიზაციის სფეროში. ვახტანგ კობალაძემ გაიხსენა გამოკვლევა, რომლითაც გამოიკვეთა სერიოზული პრობლემები სათამაშოების უსაფრთხოების საკითხში, რასაც არ მოჰყოლია ქმედება იმის გამო, რომ კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული სტანდარტი და პასუხისმგებლობის მექანიზმი. ამ დღეებში საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტი განიხილავს მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ გადამუშავებულ კანონპროექტსა და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს. კანონპროექტზე მუშაობის ისტორია უკვე მეხუთე წელს ითვლის.

ვახტანგ კობალაძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:25:25 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG