Accessibility links

პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა ვანო მერაბიშვილს


ვანო მერაბიშვილი სასამართლოს სხდომაზე
პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს. მთავარმა პროკურატურამ დასრულებულად გამოაცხადა 2011 წლის 26 მაისის მოვლენებში შს-თა იმჟამინდელი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მონაწილეობის ეპიზოდის გამოძიება და ის ბრალდებულად ცნო დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკევთას ითვალისწინებს. პროკურატურის განცხადებით, ”გამოძიებისას მოპოვებული მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება, რომ 2011 წლის 26 მაისს, შს-თა იმაჟმაინდელი მინისტრის ივანე მერაბიშვილის უშუალო დავალებითა და ხელმძღვანელობით დაიგეგმა არა საპროტესტო აქციის დაშლის და მასში მონაწილე პირების პროპორციული ძალის გამოყენებით გაფანტვის ორგანიზებული, ლეგიტიმური ღონისძიება, არამედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებზე ფართომასშტაბიანი და განურჩეველი თავდასხმა, რომლის გამოკვეთილი მიზანი იყო მათი მასობრივი დაკავება, დასჯა და ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედება.”

თქვენი მოსაზრება

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG